შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

შეხვედრა სასულიერო სემინარიის სტუდენტებთან

თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორები 2015 წლის 10–15 დეკემერს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ უკრაინის დედაქალაქ კიევს.  12 დეკემბერს ქართულ დელეგაციას უმასპინძლა კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, მიტროპოლიტმა მამა სერგი იუშიკმა.  გაიმართა შეხვედრები სასულიერო სემინარიის სტუდენტებთან, მათ შორის  იყვნენ ქართველი სემინარისტებიც. მამა სერგიმ დელეგაციის წევრებს საჩუქრად გადასცა  ხატები.

თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის საპატივსაცემოდ, კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდმა ექსპრომტად შეასრულა ,,მრავალჟამიერი“