შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

თდასუს ვიზიტი კიევში

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იური ბოშიცკიმ, უნივერსიტეტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე სტუმრად მიიწვია თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის დელეგაცია. საიუბილეო დღეებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციები.

განსაკუთრებული გულთბილობით უმასპინძლეს ქართულ დელეგაციას.

თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ანზორ შარაშენიძე უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე.

კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იური ბოშიცკიმ საპატიო სიგელით დააჯილდოვათბილისის დავით აღმაშენებელის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ანზორ შარაშენიძე.

ბატონი ანზორ შარაშენიძე იუბილესთან დაკავშირებით საჩუქარს გადასცემს ბატონ იური ბოშიცკის  

გაიმართა საქმიანი შეხვედრები კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორთან და აკადემიურისაბჭოს წევრებთან. განხილულ იქნაურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული  საკითხები 

 

კიევის სამართლის უნივერსიტეტის პრორექტორმა, ბატონმა ვლადიმერ ბოიკომ და კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგემ, ქალბატონმა ნადეჟდა არმაშმა გულთბილად გვიმასპინძლეს, დაგვათვალიერებინეს  უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გაგვაცნეს მიმდინარე სიახლეები და გაგვიზიარეს სამომავლო  ურთიერთანამშრომლობისათვის საკუთარი ხედვები.

ქართული დელეგაცია სტუმრად ერთ–ერთი ლექციის მსვლელობის დროს.