შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

მულტიმედიური ცენტრი

მულტიმედიური ცენტრის მიზანია სტუდენტს დაეხმაროს საკუთარი ენობრივი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში მრავალფეროვანი მულტიმედიური მასალის (აუდიოწიგნები, სასწავლო  ვიდეოფილმებს, აუდიო-მასალები, ელექტრონული სასწავლო დოკუმენტურ მასალა და სხვ.) შეთავაზების გზით.

მულტიმედიური მასალა სტუდენტს გააცნობს თანამედროვე ბრიტანულ და ამერიკულ კულტურას, ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს, ისტორიას. აუდიოწიგნები სტუდენტს ეხმარება განავითაროს მოსმენის უნარი ექსტენსიური დიდი მოცულობის ტექსტის მოსმენის გზით. აუდიო-მასალებში მოცემულია სხვადასხვა ტიპის ტესტური მოსასმენი მასალა, რომელიც სტუდენტს ასევე ეხმარება გამოცდებისთვის მოსამზადებლად. მრავალფეროვანი მულტიმედიური მასალა ასევე აქტიურად გამოყენება  სასწავლო პროცესში.

მულტიმედიური ცენტრი განთავსებულია თდასუ-ს პირველი კორპუსის ბიბლიოთეკაში (სულხან ცინცაძის 24. მეშვიდე სართული).

 

ფოტოგალერეა