შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

 

 

პირველკურსელთა საყურადღებოდ!                                           

შპს. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაციას აწარმოებს 1 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 10:00დან - 18:00 მდე , კვირის გარდა.

სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს.

პირველკურსელთა რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 
  1. განცხადება ივსება ადგილზე ;
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი, ასლი;
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) დედანი , ასლი ნოტარიალური წესით დამოწმებული ;
  4. 2 ფოტოსურათი 3X4-ზე CD-თან ერთად;
  5. სამხედრო აღრიცხვის მოწმობა დედანი და ასლი (ვაჟებისათვის);
  6. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;
  7. სტუდენტური ხელეკრულება ფორმდება ადგილზე;

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტი: “ტერაბანკი ანგარიშის ნომერი: GE66KS0000000004151229 კოდი: AGREGE22. სწავლის წლიური საფასურის გადახდის ქვითარში მიეთითოს სტუდენტის გვარი, სახელი, სემესტრი და საგანმანათლებლო პროგრამა.

მისამართი: სულხან ცინცაძის #24; VI სართული, ოთახი #603.

საკონტაქტო პირი ანა მამაცაშვილი, მობ: +995 59 2 92 22 44;   გულნარა იმედაშვილი, მობ:+995 555 32 32 11.

 

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!

 

რექტორის შეხვედრა ადმინისტრაციულ პერსონალთან

2019 წლის 16 ივლისს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა გაფართოებული

შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორის ანზორ შარაშენიძის , ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავით გუბელაძის

უნივერსიტეტის აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან. რექტორმა შეაჯამა განვლილი სასწავლო წელი. გაიმართა გულახდილი

დიალოგი უნივერსიტეტის სამომავლო პერსპექტივებზე.

 

შეხვედრა სამიზნე ჯგუფის წევრებთან

2019  წლის  7 ივნისს გაიმართა  თბილისის დავით აღმაშენებლის  სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავით გუბელაძის შეხვედრა  სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან და დამსაქმებლებთან. შეხვედრის ძირითადი თემა:,, სასწავლო პროგრამების მოდიფიცირება და მათი შესაბამისობა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის თანამედროვე მოთხოვნებთან’.

 

 

6 ივნისს შედგა სტუდენტების შეხვედრა საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრ „აისო“ -ს დამფუძნებელთან

ნანა სულაძე  მედიცინის აკადემიური დოქტორი,   საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრი „აისო“ -ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური მიმართულების სტუდენტებს შეხვდა  და ესაუბრა თემაზე: „კბილის კარიესის მართვა და პროფილაქტიკა ბავშვთა ასაკში“.

   საერთაშორისო სტომატოლოგიის ცენტრი „აისო“  თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორია.  

    თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები შეძლებენ, ჩაერთონ სტაჟირების პროგრამაში და დააგროვონ პრაქტიკული გამოცდილება.

 

ვრცლად...

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2019 წლის 31 მაისს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში , რუსთავის გზატკეცილი N18-22 მდებარე საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა XXI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.

 კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ანზორ შარაშენიძემ.  იგი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს და მათ წარმატებები უსურვა.

 

შეხვედრა დამსაქმებლებთან.

 
2019 წლის 20 მაისს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში
სტუმრად იმყოფებოდნენ ,,ჯი პი აი’’-ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც
სტუდენტების წინაშე წარსდგნენ საინტერესო პრეზენტაციით.
,,ჯიპიაი’’-ს წარმომადგენელმა - ნინო კბილაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია
სადაზღვევო ჯგუფის საქმიანობის შესახებ, გაიმართა დისკუსია, სტუდენტთა მხრიდან დაისვა
მრავალი შეკითხვა და ქალბატონმა ნინომ ამომწურავი პასუხი გასცა მათ.
შეხვედრის ბოლოს ,,ჯიპიაი’’-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს შეთავაზეს
თანამშრომლობა.
 
 
 

XX I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

შპს ,,თდასუ-ს XX I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს უმაღლესი ასწავლო დაწესებულებების - ბაკალავრიატი მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსადა  პროფესორ-მასწავლებლებს ,,თდასუ“-  XX I სამეცნიერო - საუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგ მიმართულებებზე:

 ·      1.  ეკონომიკა და ბიზნესი

·       2. სამართალი

·       3. ფილოლოგია

·       4. მედიცინა

სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება  2019 წლის 31 მაისს 11 საათზე  შპს თბილისის დავით აღმაშენებლის 

სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,

 მისამართი  რუსთავის გზატკეცილი N18-22.


 

საუნივერსიტეტო კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:

30 აპრილი - საკონფერენციო მასალის ანოტაციების (1გვერდიწარმოდგენის ბოლო ვადა.

10 მაისი კონფერენციაში მონაწილე შერჩეული კანდიდატების ინფორმირების ვადა.

15 მაისი საკონფერენციო ნაშრომის სრული ვერსიის ჩაბარების ვადა.

 ნაშრომის გაფორმების წესი:

თავფურცელი - მოხსენების სათაურიმომხსენებლის გვარისახელი,  სასწავლო სტატუსი (სამეცნიერო ხარისხი), მისამართიტელეფონი (მობილური), ელექტრონული 

ფოსტის მისამართისტუდენტის შემთხვევაში - საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელის სახელიგვარისტატუსი

ტექსტის ენა: ქართული, ინგლისური და რუსული

გვერდების რაოდენობა 5-7 (A4 ფორმატი);

შრიფტი -Sylfaen;

შრიფტის ზომა - 12;

სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;

ნაშრომის ბოლოს უნდა დაერთოს  ანბანის მიხედვით დალაგებული გამოყენებული ლიტერატურის სია.

ნაშრომს უნდა დაერთოს რეზიუმე.

 შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 

გთხოვთგამოაგზავნოთ თეზისები და საბოლოო ნაშრომი შემდეგ ელ.ფოსტაზეThis email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

 

ხატია სამსონიძეს მე-2 წარმატებული გამარჯვება

 
  თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტ -ის სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი
საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე სემესტრის სტუდენტმა ხატია სამსონიძემ მონაწილეობა მიიღო
ახალგაზრდა  სტომატოლოგთა მე-9 საერთაშორისო ფორუმზე, რომელიც ჩაატარა სამეცნიერო
კვლევითმა ცენტრმა ,,რედიქსმა“. 
ხატია სამსონიძე მოხვდა საუკეთესო მომხსენებელთა შორის და გადასცეს შესაბამისი სერთიფიკატი. 
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ულოცავენ ხატია სამსონიძეს მას ამ გამარჯვებას.