შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

სასწავლო უნივერსიტეტის მისია

« სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა სასწავლო და სამეცნიერო სივრცეში
საგანმანათლებლო საქმიანობა, მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული
ცნობიერებისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრება, ახალგაზრდა
მაღალკვალიფიცირებული პროფესიონალი კადრების მომზადება;
« უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებთან,
არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან, აკადემიურ
პერსონალთან თანამშრომლობა;
« უცხო ქვეყნის მოქალაქეების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია;
« შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად სტუდენტთა დასაქმებისა და ინიციატივების
მხარდაჭერა;
« უცხოელი და ადგილობრივი სტუდენტების დაახლობა, სასწავლო
პროცესის ინტერნაციონალიზაცია.
« მისიის განსახორციელებლად სასწავლო უნივერსიტეტი:
• ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის
მიერ შემუშავებულ სტანდარტებითა და რეკომენდაციებით; ახორციელებს ხარისხის
შიდა და გარე შეფასებას;
• ნერგავს სწავლების თანამედროვე მეთოდებს;
• ეწევა ფასიან საგანმანათლებლო საქმიანობას;
• ხელს უწყობს კვალიფიციური პედაგოგიური კადრების მოზიდვას;
• ზრუნავს აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
• აახლებს სასწავლო პროცესის ინფრასტრუქტურას;
• შეიმუშავებს სასწავლო უნივერსიტეტის განვითარების მოკლევადიან (სამწლიან) და
გრძელვადიან (შვიდწლიან ) სტრატეგიული განვითარების გეგმებს;
• ხელს უწყობს ინდივიდის პიროვნული და პროფესიული ზრდისათვის გარემოს შექმნას
და უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების მიღებას;
• განსაზღვრავს მისაღებ კონტიგენტს, აკადემიური პროგრამების რაოდენობას და მისი
შემდგომი გაზრდის შესაძლებლობებს;
• ადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტს და განკარგავს მის ხარჯვით ნაწილს;
• აწყობს დამსაქმებელთა და სტუდენტთა შეხვედრებს, ეხმარება
მათ შემდომ თანამშრომლობაში;• ხელს უწყობს სასწავლო უნივერსიტეტის ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში
ინტეგრაციას;