შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

SHOTA RUSTAVELI NATIONAL SCIENCE FOUNDATION OF GEORGIA

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის


ჟან მონეს ახალი პროექტები

 

აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების საყურადღებოთ

 

ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ევროპულ Erasmus+ საგრანტო პროგრამებში გთხოვთ  30 სექტემბრამდე  მიმართოთ ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელს დავით გუბელაძეს რათა დაესწროთ  უცხოელი პარტნიორი უნივერსიტეტების  შეხვედრას

( სასურველია აკადემიური პერსონალიდან  მონაწილე ფლობდეს ინგლისურ ენას კარგად და ჰქონდეს გრანტებში მონაწილეობის გამოცდილება)

ამა წლის 30-31 ოქტომბერს Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი აწყობს საკონტაქტო სემინარს ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. სემინარის მიზანია მომავალი კონკურსისათვის პარტნიორების მოძიება. დღევანდელი მდგომარეობით სემინარში მონაწილეობა დაადასტურა ევროპის 10 ქვეყნის 59-მა წარმომადგენელმა. მონაწილეთა სია და ღონისძიების პროგრამა გაეცნობით ხარისხის სამსახურში

 
საკონტაქტო სემინარს მასპინძლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (I კორპუსი).
პირველ დღეს, 30.10 იქნება ზოგადი ხასიათის პრეზენტაციები, ხოლო მეორე დღეს, 31.10 გამოყოფილია საკმაო დრო უშუალო კომუნიკაციისათვის (ე.წ. speed dating).
ყველა უნივერსიტეტს ექნება საშუალება, წარმოადგინოს თავისი სარეკლამო მასალა - თითო უნივერსიტეტზე თითო მაგიდა იქნება გამოყოფილი. ჯერ (09:30-11:00) 
ჩვენი ევროპელი პარტნიორები დაიკავებენ ადგილს და თქვენ შეგეძლებათ მიხვიდეთ და გაესაუბროთ თქვენთვის საინტერესო პოტენციურ პარტნიორებს, ხოლო მერე  (11:00-12:30) ქართული უნივერსიტეტები დაიკავებენ ადგილებს და უკვე ევროპელი კოლეგები "მოგაკითხავენ". ასევე გექნებათ საშუალება უშუალოდ თქვენს უნივერსიტეტებში უმასპინძლოთ პარტნიორებს
 
 
უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანატი
 
 
 

სტუდენტების საყურადღებოთ

დასაქმების ფორუმის ჩატარება
 
 მსოფლიოს უმსხვილესი ჰოლანდიური  სუპერმარკეტების ქსელი  „სპარი“   2014 წლიდან საქართველოშია!
„სპარის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ჩვენი სტუდენტებისთვის/კურსდამთავრებულებისთვის გვთავაზობს
    1. დასაქმების ფორუმის ჩატარებას
რა ინტერესი გვაქვს დასაქმების ფორუმი ჩატარდეს შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ?
  • ჩვენს სტუდენტებს საშუალება  მიეცემათ ახლოს გაიცნონ მსოფლიოს უმსხვილესი ჰოლანდიური სუპერმარკეტების ქსელი და მასში მიმდინარე პროცესები;
  • მიიღონ  დეტალურ ინფორმაცია სამუშაო პირობების შესახებ;
  • მიიღონ პასუხი კითხვებზე: შევძლებ თუ არა სწავლას და მუშაობას ერთად? მექნება თუ არა ხელშეწყობა დამსქმებლის მხრიდან?....;

 

  1. პრაქტიკის ხელშეკრულების, მემორანდუმის გაფორმებას
სტუდენტების მხრიდან დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ დასაქმების კოორდინატორს ქალბატონ . ნინო სებისკვერაძეს, რათა მოხდეს შეხვედრის თარიღის და საათის დაზუსტება..
 
უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანატი

რექტორის შეხვედრა პირველკურსელ სტუდენტებთან

2019 წლის 23 სექტემბერს  თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის აუდიტორიაში  გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის რექტორის ანზორ შარაშენიძის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის დავით გუბელაძის, უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანის გულნარა იმედაშვილის და აკადემიური პერსონალის შეხვედრა სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხულ პირველი კურსის სტუდენტებთან

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებისთვის

გამოცხადდა ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოების FaRiG-ის 2019 წლის კვლევითი საგრანტო კონკურსი 

ქართველი მეცნიერებისათვის.

http://studinfo.edu.aris.ge/2019/09/16/sagranto-konkursi-axalgazrda-qartveli-mecnierebistvis/

ბრიტანული საქველმოქმედო საზოგადოება ყოველწლიურად აწესებს სასწავლო გრანტსა და 

პრემიას საუკეთესო ესეებისთვის.

დამატებითი ინფორმაცია, საგრანტო კონკურსის ჩატარების პროცედურებზე, გამოყოფილი თანხის ოდენობასა და 

განცხადების გაგზავნის ვადებზე, იხილეთ თანდართულ ფაილებში.

 

სტიპენდიები კორეაში სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა (KDI School of Public Policy and Management) აცხადებს სტიპენდიებს სამაგისტრო პროგრამებზე.

კორეის განვითარების ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლის მიერ 

შემოთავაზებული პროგრამებია:

  •   საჯარო პოლიტიკის მაგისტრი – Master of Public Policy (MPP)
  •   განვითარების პოლიტიკის მაგისტრი – Master of Development Policy (MDP)
  •   საჯარო მართვის მაგისტრი – Master of Public Management (MPM)

2020 წლის საგაზაფხულო მიღებისთვის (სასწავლო პროცესი იწყება 2020 წლის თებერვალში), 

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2019 წლის აგვისტო ოქტომბრის პერიოდში, ხოლო საშემოდგომო მიღებისთვის (სასწავლო პროცესი იწყება 2020 წლის სექტემბერში)

2020 წლის მარტი-მაისის პერიოდში.დაინტერესებულ კანდიდატურებს, შესაძლებლობა აქვთ მოიპოვონ სტიპენდიები 

სხვადასხვა კატეგორიაში, რომელთა ჩამონათვალიც მითითებულია.

https://www.mes.gov.ge/uploads/36045_39_KDI%20Brochure.pdf

სტდენტების და აკადემიური პერსონალის საყურადღებოთ

1.შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში  ტესტურ რეჟიმში მოქმედებს მომსახურეობის ელექტრონული ახალი  სისტემა.და  შემუშავებულია პლაგიატობის შემოწმების მექანიზმები.
გთხოვთ გაეცნოთ  
2 შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში  ტესტურ რეჟიმში მოქმედებს სტუდენტთა  და აკადემიური პერსონალის  ანონიმური გამოკითხვის ელექტრონული კითხვარები (იხ  სასწავლო პროცესში ) გთხოვთ შეავსოთ, რომ მოხდეს სისტემის მუშაობის შემოწმება.

27 სექტემბერს - სემინარი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების თაობაზე

Erasmus+ ეროვნული ოფისი მართავს JMD სემინარს დაინტერესებული პირებისთვის. დასწრების მსურველებს ვთხოვთ მოგვწერონ ელ ფოსტაზე - This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. ღონისძიება გაიმართება 27 სექტემბერს, 16:00სთ-ზე მიცკევიჩის 27ბ, IV სართ. E rasmus+ offfic

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

 

 

პირველკურსელთა საყურადღებოდ!                                           

შპს. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რეგისტრაციას აწარმოებს 1 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 10:00დან - 18:00 მდე , კვირის გარდა.

სწავლა დაიწყება 23 სექტემბერს.

პირველკურსელთა რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 
  1. განცხადება ივსება ადგილზე ;
  2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი, ასლი;
  3. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) დედანი , ასლი ნოტარიალური წესით დამოწმებული ;
  4. 2 ფოტოსურათი 3X4-ზე CD-თან ერთად;
  5. სამხედრო აღრიცხვის მოწმობა დედანი და ასლი (ვაჟებისათვის);
  6. სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი;
  7. სტუდენტური ხელეკრულება ფორმდება ადგილზე;

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტი: “ტერაბანკი ანგარიშის ნომერი: GE66KS0000000004151229 კოდი: AGREGE22. სწავლის წლიური საფასურის გადახდის ქვითარში მიეთითოს სტუდენტის გვარი, სახელი, სემესტრი და საგანმანათლებლო პროგრამა.

მისამართი: სულხან ცინცაძის #24; VI სართული, ოთახი #603.

საკონტაქტო პირი ანა მამაცაშვილი, მობ: +995 59 2 92 22 44;   გულნარა იმედაშვილი, მობ:+995 555 32 32 11.

 

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!