შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი


შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

SHOTA RUSTAVELI NATIONAL SCIENCE FOUNDATION OF GEORGIA

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის


ჟან მონეს ახალი პროექტები

 

განცხადება

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაკეთებულ არასწორ განცხადებებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტს არ დაუმალავს სტუდენტებისთვის ინფორმაცია ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება 2019 წლის 23 დეკემბერს უნივერსიტეტმა განათავსა დაწესებულების ოფიციალურ ვებ-გვერდზე, საინფორმაციო დაფაზე და ადმინისტრაციის მიერ გაიმართა შეხვედრები საუნივერსიტეტო საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ხოლო სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრმა ინფორმაცია გაავრცელა ოფიციალური ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების საშუალებით, სტუდენტებთან კი სატელეფონო შეტყობინებები გადააგზავნა.

 

ამასთან, გაცნობებთ, რომ არცერთ სტუდენტს დაწესებულებისათვის არ მოუმართავს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესაბამისად, განცხადებით სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ან პირადი დოკუმენტაციის მოთხოვნით. პირიქით, ყველა სტუდენტი დაინტერესებულია სემესტრის დასრულებამდე კრედიტების მოპოვებით.

ვინაიდან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნივერსიტეტისათვის ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ძალაში შედის 2020 წლის 15 თებერვლიდან, რიგგარეშე მობილობის პროცესი განხორციელდება აღნიშნული თარიღიდან.

 

გაცნობებთ, რომ უნივერსიტეტი იცავს სტუდენტების კანონიერ ინტერესებს და მათ მიმართ ადგილი არ ჰქონია არასდროს ფსიქოლოგიურ ზეწოლას და იძულებას.

 

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია