შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ვიზიტი ავსტრიაში – ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

2016 წლის 2-6 მაისს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი , პროფესორი ანზორ შარშენიძე მიწვევით იმყოფებოდა ავსტრიის დედაქალაქ ვენაში. გაიმართა საინტერესო საქმიანი შეხვედრები:

3 მაისს ვენაში გაიმართა შეხვედრა  კავკასიის კვლევების ინსტიტუტის თანამშრომლებთან. სიტყვით გამოვიდა ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ადამ ლამბერდი, რომელმაც წარუდგინა თანამშრომლებს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ანზორ შარაშენიძე. მხარეები შეთანხმდნენ შემდგომ თანამშრომლობაზე და  შესაბამისად გააფორმეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

პროფესორ ჰანს-გიორგ ჰეინრიხის ინიციატივით, განათლების სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი დამსახურებისა და საქართველოსა და ავსტრიას შორის საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის, ბატონი ანზორ შარაშენიძე აირჩიეს კავკასიური კვლევების ინსტიტუტის საპატიო წევრად.

2016 წლის 5 მაისს გაიმართა შეხვედრა  ვენის სამშენებლო უმაღლეს სკოლაში. პროფესორმა, ალფრედ ფლეიერმა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ანზორ შარშენიძეს დაათვალიერებინა სამშენებლო უმაღესი სკოლის  ინფრასტრუქტურა, გააცნო ლაბორატორიის ტექნოლოგიური სიახლეები.