შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შპს“თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე:

შპს“თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამაზე:

• ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - ადგილების რაოდენობა 50

დაშვების წინაპირობა:

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სა¬მა¬გისტრო გამოცდების შედეგების, ში¬და/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გა¬მოც¬დე¬ბის ჩაბა¬რე¬ბის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. სა¬¬მა¬¬გისტრო პროგ¬რამაზე მი¬ღე¬ბის დამატებითი პირობებია: შიდა საუნივერ¬სი¬ტეტო გა¬მოც¬დები სპე¬ცია¬ლობასა და უცხოურ ენაში (B2 დონე).

• ინგლისური ენის ფლობის კომპეტენციის დონის დადასტურება შესაძლებელია ბრიტანეთის საბჭოსა და კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდების (IELTS) ან ტოიფელის (TOEFL PBT) შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით. შესაბამისი ენობრივი დონის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, მაგისტრანტობის კანდიდატი თავისუფლდება ინგლისურ ენაში საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან.

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის სტატუსის მოპოვება საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემდეგ შემთხვევებში:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) პირებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში.

გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხნენ კანონმდებლობის შესაბამისად ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე;

დ) საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის (მობილობის) წესით ჩარიცხვა შესაძლებელია საქართველოს ავტორიზებული/აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი პროცედურებისა და დაწესებულების მიერ დადგენილი წესის დაცვით;

ე) საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის (მობილობის) წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

,,სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი ვალდებულია გადალახული ჰქონდეს ერთიანი სამაგისტრო გამოცდების მინიმუმ სამ ნაწილში მინიმალური კომპეტენციის ზღარი"

წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა

• ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი ან ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭებაზე);

• ერთი ფოტოსურათი ელექტრონულ ვერსიასთან ერთად

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

• სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ვაჟების შემთხვევაში

• თუ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიღებული გაქვთ უცხო ქვეყანაში - მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

განაცხადის წარმოდგენა;

ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში): სპეციალობის გამოცდამდე, სტუდენტთან და ადმინისტრაციასთან წინასწარი შეთანხმებით;

1. საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში

2. გამოცდის შედეგებისა და პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატების გამოვლენა(სპეციალობის გამოცდის ჩაბარების თარიღის შესაბამისად);

3. ადმინისტრაციული რეგისტრაცია;

სამაგისტრო პროგრამების წლიური ღირებულება 1800 ლარი.