2015-2016 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სწავლების სხვადასხვა საფეხურებზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები, რომლებმაც მობილობის შედეგებით მოიპოვეს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლება, ვალდებული არიან უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ვადებში, 25 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით, გაიარონ რეგისტრაცია და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება;
2. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
3. სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
4. ატესტატის (დიპლომის) ასლი;
5. ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
6. სამხედრო მიწერის მოწმობის დედანი და ასლი (ვაჟებისათვის).
საბუთების მიღება: 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, კვირის და კანონმდებლობით გათვალისწინებული უქმე დღეების გარდა. მისამართი: თბილისი, ს.ცინცაძის 24 (ყოფილი საბურთალოს ქ.38), ოთახი 605
ტელ.: 237 88 66, 593 93 73 23