თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

ჯილდო „საერთაშორისო ვარსკვლავი- ხარისხის მიმართულებით ლიდერობისა და ინოვაციური მიდგომებისათვის“.

2016 წლის 1 მაისს, პარიზში ევროპის საგანმანათლებლო ორგანიზაციის მიერ გამართულ საერთაშორისო ფორუმზე, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ანზორ შარაშენიძეს გადაეცა ჯილდო „საერთაშორისო ვარსკვლავი- ხარისხის მიმართულებით ლიდერობისა და ინოვაციური მიდგომებისათვის“.

 
 

ავსტრიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თდასუ-ში

27 მარტს ავსტრიის უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრა  თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს. მხარეებმა განიხილეს  ერთობლივი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ორგანიზებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებისათვის საჭირო საკითხები. ასევე იმსჯელეს პროფესორების, სტუდენტთა და მეცნიერ-თანამშრომელთა გაცვლით პროგრამებში ჩართულობის პერსპექტივებზე.

 

მემორანდუმი ვარშავის ფინანსებისა და მართვის უნივერსიტეტთან

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი-ში.  მასპინძელი - თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ბ-ნი ანზორ შარაშენიძე და ეკონომიკის და სამრათლის საერთაშორისო საბჭოს თავჯდომარე - ირაკლი თედორაძე

 

ვიზიტი უკრაინის იუსტიციის სამინისტროში

2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის დავით აღმაშენებელის უნივერსიტეტსა და უკრაინის იუსტიციის სამინისტროს შორის.

კიევ–პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრა

 

 

 

 

უკრაინაში ვიზიტის დროს თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის დელეგაციამ მოინახულა კიევ–პეჩორის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ლავრა. ჩვენი დელეგაცია დაესწო  ღვთისმსახურებას წმიდა კეთილმოსურნე მეფე თამარის სახელობის ქართულ ეკლესიაში. წირვისშემდგომ გულთბილად მიგვიღო და დაგვლოცა დეკანოზმა კახაბერ გოგოლაძემ.

 

 

შეხვედრა სასულიერო სემინარიის სტუდენტებთან

თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის რექტორი და პროფესორები 2015 წლის 10–15 დეკემერს სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ უკრაინის დედაქალაქ კიევს.  12 დეკემბერს ქართულ დელეგაციას უმასპინძლა კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პრორექტორმა, მიტროპოლიტმა მამა სერგი იუშიკმა.  გაიმართა შეხვედრები სასულიერო სემინარიის სტუდენტებთან, მათ შორის  იყვნენ ქართველი სემინარისტებიც. მამა სერგიმ დელეგაციის წევრებს საჩუქრად გადასცა  ხატები.

თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის საპატივსაცემოდ, კიევის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მგალობელთა გუნდმა ექსპრომტად შეასრულა ,,მრავალჟამიერი“

  

 

თდასუს ვიზიტი კიევში

უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იური ბოშიცკიმ, უნივერსიტეტის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებზე სტუმრად მიიწვია თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის დელეგაცია. საიუბილეო დღეებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრებოდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაციები.

განსაკუთრებული გულთბილობით უმასპინძლეს ქართულ დელეგაციას.

თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ანზორ შარაშენიძე უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტის სამეცნიერო კონფერენციაზე.

კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა იური ბოშიცკიმ საპატიო სიგელით დააჯილდოვათბილისის დავით აღმაშენებელის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ანზორ შარაშენიძე.

ბატონი ანზორ შარაშენიძე იუბილესთან დაკავშირებით საჩუქარს გადასცემს ბატონ იური ბოშიცკის  

გაიმართა საქმიანი შეხვედრები კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორთან და აკადემიურისაბჭოს წევრებთან. განხილულ იქნაურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული  საკითხები 

 

კიევის სამართლის უნივერსიტეტის პრორექტორმა, ბატონმა ვლადიმერ ბოიკომ და კონსტიტუციური და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის გამგემ, ქალბატონმა ნადეჟდა არმაშმა გულთბილად გვიმასპინძლეს, დაგვათვალიერებინეს  უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გაგვაცნეს მიმდინარე სიახლეები და გაგვიზიარეს სამომავლო  ურთიერთანამშრომლობისათვის საკუთარი ხედვები.

ქართული დელეგაცია სტუმრად ერთ–ერთი ლექციის მსვლელობის დროს.

 

სტუმრები მანჩესტერიდან

 

 

2015 წლის 20 ოქტომბერს თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტმა უმასპინძლა მანჩესტერის საგანმანათლებლო და ტურიზმის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ჯეიჰან ინჯის. მხარეებმა განიხილეს  სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

 

სტუმრები კიევის სამართლის უნივერსიტეტიდან

 

2015 წლის  1 ოქტომბერs  თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტსსტუმრად ეწვია  კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი იური ბოშიცკი. გაიმართა საინტერესო საქმიანი შეხვედრები და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.