შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

პროგრამა

პროგრამის მიზანია აღზარდოს განათლებული, ჰუმანური, სოციალური პასუხისმგებლობის მქონე მაღალპროფესიონალი და კონკურენტუნარიანი იურისტთა თაობა, რომლებსაც ექნებათ, თანამედროვე განათლების სისტემის მოთხოვნათა შესაბამისი ეროვნული და ზოგადსამართლებრივი   პრინციპების, ინსტიტუტების, კონცეფციების, მეთოდების ცოდნა და მზაობა სახელისუფლებო, თვითმმართველობისა და კერძო სტრუქტურებში სამუშაოდ. კერძოდ,მისცეს სტუდენტს:სპეციალური ცოდნა იურისპრუდენციაში, შეასწავლოს  საჯარო, კერძო, სისხლის და საერთაშორისო  სამართალი; 

შესაძლებლობა განახორციელოს ინდივიდუალური პროფილის პროგრამის ფორმირება არჩევითი საგნების კონცენტრაციის საფუძველზე ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით: საჯარო სამართალი, სისხლის სამართალი, კერძო სამართალი,  საერთაშორისო სამართალი–  მაგალითად, სისხლის სამართალში საჯარო სამართლის ელემენტებით ან კერძო სამართალში საერთაშორისო სამართლის ელემენტებით და სხვ.

პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს:

სამართლებრივი საკითხების ცოდნა-გაცნობიერებისა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარები; სამართლებრივი პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;

კომუნიკაციისა და სწავლის უნარი; პრაქტიკული უნარ–ჩვევები;საბაკალავრო დონეზე  კვლევითი მუშაობის უნარები;სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის უნარი;პროფესიული ეთიკისა და სამართლებრივიღირებულებების დამკვიდრებისაკენ სწრაფვის უნარი; მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის თავისი პროფესიული ინტერესებისა და საუკეთესო მიზნების გათვალისწინებით გამოყენების უნარი და სხვ.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გათვლისწინებით, შექმნილია იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იურიდიული კლინიკა. სასწავლო პროცესი წარიმართება თანამედროვე  აუდიტორიებსა და სპეციალიზებულ კაბინეტებში.

სამართლის სამაგისტრო პროგრამა   (Pdf)

 

სამაგისტრო  პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მხოლოდ სამართლის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სა­მა­გისტრო გამოცდების შედეგების და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საფუძველზე, გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გა­მოც­დე­ბის ჩაბა­რე­ბის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.   შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებით ვლინდება ცოდნის დონე არჩეული სპეციალობისა და ინგლისური/გერმანული ენის ( B2 დონის) ფარგლებში.

 

ინგლისური ენის ფლობის კომპეტენციის დონის დადასტურება შესაძლებელია კემბრიჯის უნივერსიტეტის ინგლისური ენის გამოცდის (FCE), ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდის (IELTS – 5,5-6,5) ან ტოიფელის (TOEFL PBT - 567-636) შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატით, ასევე გერმანულ ენაში ენის ფლობის კომპეტენციის დონის დადასტურება შესაძლებელია შესაბამისი ენობრივი დონის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატის/დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში (Mittelstufe 2, DSD, ŐSD), მაგისტრანტობის კანდიდატი თავისუფლდება ინგლისურ/გერმანულ ენაში საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისაგან.  მაგისტრანტობის კანდიდატი, ასევე, თავისუფლდება ინგლისურ/გერმანულ ენაში მოსაღები გამოცდის ჩაბარებისგან, თუ მას ინგლისურ/გერმანულ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის სრული ან არასრული კურსი ევროპაში და/ან აშშ-ში.  

 

ტესტის ნიმუში ინგლისურ ენაში

ტესტის ნიმუშის გერმანულ ენაში

 

ფოტოგალერეა