შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

სასწავლო პროცესი

ბიბლიოთეკა

ბიზნესის ადმინისტრირების ბიბლიოთეკა, რომელიც თდასუ-ს პირველ კორპუსში (სულხან ცინცაძის 24. მეშვიდე სართული, მეორე კორპუსში, რუსთავის გზატკეცილი 18-24) არის განთავსებული, საკმაოდ მდიდარია უახლესი სასწავლო, კვლევითი და მხატვრული ლიტერატურით. ბიბლიოთეკა პერიოდულად მდიდრდება ახალი წიგნებით და რესურსებით, რომელთა გამოყენება როგორც ბიბლიოთეკაში, ასევე სახლში წაღება,  მთელი კვირის განმავლობაში არის შესაძლებელი. ბიბლიოთეკაში ჩართულია საერთაშორისო ელექტრონული ბაზა EBSCO, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს მოიძიოს უახლესი და მაღალი დონის სამეცნიერო ლიტერატურა სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის.

საჯარო ლექციები

უნივერსიტეტს საკმაოდ მდიდარი ტრადიცია აქვს საჯარო ლექციების ჩატარების სახით, სადაც ცნობილი ეკონომისტები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები სტუდენტს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.