თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

მედიცინის ფაკულტეტის შესახებ

მედიცინის ფაკულტეტი

   ფაკულტეტის მიზანია სტუდენტს მისცეს ზნეობრივი  პრინციპების, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე დაფუძნებული  თანამედროვე საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტების შესაბამისი თეორიული ცოდნა  და  მასზე დამყარებული და ჩამოყალიბებული  ხარისხიანი  კლინიკური უნარ-ჩვევები; რაც,  თავის მხრივ, განაპირობებს მაღალი დარგობრივი კომპეტენციების მქონე კურსდამთავრებულების ჩართვას  უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე - დოქტორანტურაში, ან დიპლომისშემდგომი განათლების სარეზიდენტო პროგრამებზე.

   საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული  საბაზისო და კლინიკური სასწავლო კურსების სწავლება წარიმართება  უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკაში, სასწავლო ლაბორატორიებში, სპეციალიზებულ კაბინეტებში, რომლებიც აღჭურვილია  ანატომიური მოდელებითა და მულაჟებით; თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, სხვადასხვა თვალსაჩინოებებით, პოსტერებით, პლაკატებით, მიკროსკოპებით და სხვ.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საფანტომო სწავლების ორი კაბინეტი,  უახლესი სიმულატორებითა და მულაჟებით აღჭურვილი პირველადი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრი, ქიმიის  სასწავლო ლაბორატორია, საბაზისო სამედიცინო სასწავლო კურსების კაბინეტები,  საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან ხარისხიან კლინიკურ უნარ-ჩვევებს.

  გარკვეული  კლინიკური სასწავლო კურსებისა და პრაქტიკული კომპონენტების  განხორციელდება ქვეყნის წამყვან მრავალპროფილიან კლინიკებში, სააფთიაქო ქსელებში  და სამედიცინო სამეცნიერო ცენტრებში, სადაც მოხდება სტუდენტებისათვის ხარისხიანი კლინიკური უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბების ხელშეწყობა და კვლევებში ჩართვა, რაც მომავალში წარმატებულ სტუდენტების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

 

ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა

 

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა