თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

სწავლა

მიღება

საქართველო მოქალაქეები ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაზე ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.
 
ეროვნული გამოცდებით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნებია:
–ქართული ენა და ლიტერატურა;
– ზოგადი უნარები;
– ერთიანი ეროვნული გამოცდების დებულებით განსაზღვრული უცხოური ენებიდან ინგლისური ენის ჩაბარება (გამსვლელი ქულა მინიმუმ 51);
–არჩევითი საგნების ჩაბარება ისტორია/ლიტერატურა/ხელოვნებაში აბიტურიენტის არჩევით.
 
უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ბოლო ორი წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში და კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ ქართულ უნივერსიტეტებში, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამაზე მოსახვედრად ჩააბარებენ შიდა საუნივერსიტეტო გამოცდას ინგლისურ ენაში. პროგრამაზე ჩარიცხვისთვის გამოსაცდელმა უნდა დააკმაყოფილოს B1 დონე (გამსვლელი ქულაა მინიმუმ 51) ან წარმოადგინოს ენის ცოდნის დამასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი.
 
სწავლის დაფინანსება
ამჟამად, პროგრამაზე სწავლის დაფინანსების ძირითადი წყაროებია სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის გადასახადი.