თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

სწავლა

სასწავლო სამთარგმნელო ბიურო

სასწავლო სამთარგმნელო ბიურო წარმოადგენს ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ნაწილს.  ბიურო ეხმარება სტუდენტს დახვეწოს საკუთარი ენობრივი უნარ-ჩვევები და ცოდნა წერითი თარგმანის, ტექსტის რეფერირებისა და რედაქტირების კუთხით.

ბიურო აღჭურვილია პროფესიონალური სამთარგმნელო პროგრამით, შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, პრინტერით, სკანერითა და ლექსიკონებით.

ბიურო წარმოადგენს სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილს. სტუდენტები სხვადასხვა სამთარგმნელო პროექტების მეშვეობით აქტიურად არიან ჩართული ბიუროს მუშაობაში. ბიურო ასევე წარმოადგენს სასწავლო პრაქტიკის ადგილს, სტუდენტის არჩევის შემთხვევაში.

მთარგმნელის პროფესია ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და შემოსავლიანი პროფესიაა, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ ენისა და თარგმანის სფეროსთან, არამედ ინტერდისციპლინარულ მიდგომებთან და ვებტექნოლოგიების კარგ ცოდნასთან, რაც მთარგმნელს ეხმარება სწრაფად და ეფექტურად გადაჭრას თარგმანთან დაკავშირებული ამოცანები. სასწავლო ბიუროში სტუდენტი ასევე ეუფლება იმ პროგრამულ და ტექნოლოგიურ მხარეს, რაც აუცილებელია თანამედროვე თარგმანისთვის.

 

ფოტოგალერეა