თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

სწავლა

ბაკალავრიატი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა სამ ძირითად ბლოკს მოიცავს:
ა) პრაქტიკული ენის სწავლების ნაწილს, რომლის დაუფლების შედეგად სტუდენტს შეეძლება C1 დონეზე ზოგადი და დარგობრივი ინგლისური ენის ფლობა. გარდა ამისა, პროგრამა სტუდენტს ასევე აძლევს საშუალებას B2 დონეზე დაეუფლოს ზოგად გერმანულ ენას;
ბ) ლინგვისტიკას, სადაც სტუდენტი შეისწავლის ინგლისური ენის თეორიულ ასპექტებს (სტრუქტურა, ისტორია, ლექსიკა და სხვ.);
გ) ლიტერატურას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი სწავლობს ლიტერატურის თეორიას, ევროპული და ამერიკული ლიტერატურის ისტორიას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბრიტანული ლიტერატურის ისტორიას, რომელიც მეხუთე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველის ნახევრის ჩათვლით ისწავლება.

სასწავლო კრედიტების განაწილება

უნივერსიტეტში სტუდენტის დატვირთვა იზომება სასწავლო კრედიტებით. სასწავლო კრედიტი არის იმ საათების რაოდენობა, რაც სტუდენტს სჭირდება ამა თუ იმ საგნის ასათვისებლად.
 
· საუნივერსიტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები- 35 ECTS კრედიტი
· საუნივერსიტეტო არჩევითი სასწავლო კურსები- 10 ECTS კრედიტი
ძირითადი (მაპროფილებელი) სპეციალობის (საბაკალავრო პროგრამის) განკუთვნილი სასწავლოკურსები - 142 ECTS კრედიტი, რომელიც შემდეგნაირად ნაწილდება: 20 ECTS კრედიტი განკუთვნილია ე.წ. ფილოლოგიური კომპეტენციისათვის სავალდებულო სასწავლო კურსებისთვის, 122 ECTS კრედიტი ეთმობა სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსებს
· 20 ECTSკრედიტი - სპეციალობის არჩევით კურსებსი (40 კრედიტიდან)
· 10 ECTSკრედიტი -პროფესიული პრაქტიკა
· თავისუფალი სასწავლო კურსები - 23 ECTS კრედიტი
 
დასაქმება და სწავლის გაგრძელება
 
თდასუ-ს ინგლისური ფილოლოგიის წარმატებით კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში მთარგმნელობითი, საინფორმაციო, სარეფერენტო და მხატვრულ-კრიტიკული საქმიანობის კუთხით. სტუდენტის ენობრივი უნარ-ჩვევების და ფართო ფილოლოგიური ცოდნის შეძენა-დახვეწა პროგრამაზე სწავლის განმავლობაში მუდმივად ხდება როგორც სასწავლო პროცესისა და სასწავლო პროექტების განხორციელების გზით, ასევე პრაქტიკის გავლით, რაც სტუდენტს შესძენს შესაბამის საქმიან და სოციალურ უნარ-ჩვევებს და გაუადვილებს მას დასაქმებას.
 
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების უნივერსიტეტებში ფილოლოგიის ან მომიჯნავე სამაგისტრო პროგრამით, რომელიც ორიენტირებულია შემდგომი დონის სპეციალისტისა და მკვლევარის მომზადებაზე და მიღების წინაპირობას ბაკალავრის აკადემიური ხარისხი წარმოადგენს.

ფოტოგალერეა