თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

სწავლა

ბაკალავრიატი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა

პროგრამა სამ ძირითად ბლოკს მოიცავს:
ა) პრაქტიკული ენის სწავლების ნაწილს, რომლის დაუფლების შედეგად სტუდენტს შეეძლება C1 დონეზე ზოგადი და დარგობრივი ინგლისური ენის ფლობა. გარდა ამისა, პროგრამა სტუდენტს ასევე აძლევს საშუალებას B2 დონეზე დაეუფლოს ზოგად გერმანულ ენას;
ბ) ლინგვისტიკას, სადაც სტუდენტი შეისწავლის ინგლისური ენის თეორიულ ასპექტებს (სტრუქტურა, ისტორია, ლექსიკა და სხვ.);
გ) ლიტერატურას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტი სწავლობს ლიტერატურის თეორიას, ევროპული და ამერიკული ლიტერატურის ისტორიას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბრიტანული ლიტერატურის ისტორიას, რომელიც მეხუთე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველის ნახევრის ჩათვლით ისწავლება.

ვრცლად: ბაკალავრიატი

როგორ სწავლობ?

ბიბლიოთეკა

ინგლისური ფილოლოგიის ბიბლიოთეკა, რომელიც თდასუ-ს პირველ კორპუსში (სულხან ცინცაძის 24. მეშვიდე სართული) არის განთავსებული, საკმაოდ მდიდარია უახლესი სასწავლო, კვლევითი და მხატვრული ლიტერატურით. ბიბლიოთეკა პერიოდულად მდიდრდება ახალი წიგნებით და რესურსებით, რომელთა გამოყენება როგორც ბიბლიოთეკაში, ასევე სახლში წაღება,   მთელი კვირის განმავლობაში არის შესაძლებელი. ბიბლიოთეკაში ჩართულია საერთაშორისო ელექტრონული ბაზა EBSCO, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს მოიძიოს უახლესი და მაღალი დონის სამეცნიერო ლიტერატურა სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის.

ვრცლად: როგორ სწავლობ?

სასწავლო სამთარგმნელო ბიურო

სასწავლო სამთარგმნელო ბიურო წარმოადგენს ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ნაწილს.  ბიურო ეხმარება სტუდენტს დახვეწოს საკუთარი ენობრივი უნარ-ჩვევები და ცოდნა წერითი თარგმანის, ტექსტის რეფერირებისა და რედაქტირების კუთხით.

ბიურო აღჭურვილია პროფესიონალური სამთარგმნელო პროგრამით, შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, პრინტერით, სკანერითა და ლექსიკონებით.

ბიურო წარმოადგენს სასწავლო პროცესის განუყოფელ ნაწილს. სტუდენტები სხვადასხვა სამთარგმნელო პროექტების მეშვეობით აქტიურად არიან ჩართული ბიუროს მუშაობაში. ბიურო ასევე წარმოადგენს სასწავლო პრაქტიკის ადგილს, სტუდენტის არჩევის შემთხვევაში.

ვრცლად: სასწავლო სამთარგმნელო ბიურო