თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საერთაშორისო კავშირები

გაცვლითი პროგრამები

აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების ევროპულ გაცვლით პროგრამებში ჩასართავად. აღსანიშნავია, რომ ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტი გარდა ინგლისურისა, ასევე ინტენსიურად სწავლობს გერმანულ ენას, რაც საშუალებას იძლევა გერმანიისა და ავსტრიის უნივერსიტეტებში, სადაც სწავლის ხარისხი მაღალია, მოხდეს წარმატებული სტუდენტების გაგზავნა საერთაშორისო ინგლისურენოვან პროგრამებზე გერმანული ენის სულ ცოტა ბაზისური ცოდნის დონის დადასტურების საფუძველზე. 

პარტნიორები

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი მერვე სემესტრში გადის პროფესიულ პრაქტიკას ტურისტულ სააგენტოებში, ბიზნეს და იურიდიულ კომპანიებში გიდის, წერითი თარგმანის, ტექსტის რეფერირების, უცხოენოვანი კონსულტანტის, ვებგვერდის უცხოენოვანი მასალის დამუშავების პროფილით. პრაქტიკის გავლის ადგილზე სტუდენტს ჰყავს მენტორი, კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც ხელძღვანელობასა და მეთვალყურეობას უწევს სტუდენტს, ხოლო სტუდენტის მუშაობის შესახებ პერიოდულად ატყობინებს სტუდენტის პრაქტიკის ხელმძღვანელს უნივერსიტეტში.
 
ამჟამად პროგრამის პარტნიორები არიან:
„დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა“
შპს აუდიტორული ფირმა „ორბი“
შპს „თრეველინი“, ტურისტული კომპანია
შპს „ჰორიზონტ ეირი“, ტურისტული კომპანია
კომპანია „სოფთმასტერი“
შპს „აუტოშოპ გრუპი“

საერთაშორისო კავშირები

ინგლისური ფილოლოგიის პროგრამას თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული შემდეგ ევროპულ დაწესებულებებთან:

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიტვა)

კავკასიის შესწავლის ავსტრიული საზოგადოება (ავსტრია)