თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

სწავლა

სწავლის დაფინანსება

ამჟამად, პროგრამაზე სწავლის დაფინანსების ძირითადი წყაროა სტუდენტის მიერ გადახდილი სწავლის გადასახადი.

მიღება

ბაკალავრიატი
საქართველოს მოქალაქეები ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე; უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩაირიცხებიან კანონმდებლობის შესაბამისად.
ეროვნული გამოცდებით საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად სავალდებულო საგნებია:
–ქართული ენა და ლიტერატურა;
–ზოგადი უნარები;
–უცხოური ენებიდან ინგლისური, გერმანული, რუსული.
–არჩევითი საგნების ჩაბარება ისტორია, გეოგრაფია
 
უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ბოლო ორი წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში და კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლიათ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხონ ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე.
 
მაგისტრატურა

სამაგისტრო პროგრამაზესწავლის უფლება აქვს  ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირსსაერთო სა­მა­გისტრო გამოცდებისშედეგების საფუძველზე ან ში­და/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გა­მოც­დე­ბის ჩაბა­რე­ბის გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.  სა­­მა­­გისტრო პროგ­რამაზე მი­ღე­ბის დამატებითი პირობებია: გასაუბრება სპე­ცია­ლობაში და გამოცდა უცხოურ ენაში - ინგლისური (B2დონე).

ტესტის ნიმუში ინგლისურ ენაში

სწავლების ფორმები

ჩვენთან სწავლება მრავალფეროვანია:
▪ ლექციები 
▪ სამუშაო ჯგუფში მუშაობა
▪ სემინარები 
▪ პრაქტიკული მეცადინეობა
▪ ანალიტიკური ესსე 
▪ პრეზენტაცია 
▪ შემთხვევის ანალიზი
▪ ქვიზი 
▪ პროფესიული პრაქტიკა 
▪ საბაკალავრონაშრომი 
▪ სტუდენტთა დამოუკიდებელი მუშაობა

სასწავლო პროცესი

ბიბლიოთეკა

ბიზნესის ადმინისტრირების ბიბლიოთეკა, რომელიც თდასუ-ს პირველ კორპუსში (სულხან ცინცაძის 24. მეშვიდე სართული, მეორე კორპუსში, რუსთავის გზატკეცილი 18-24) არის განთავსებული, საკმაოდ მდიდარია უახლესი სასწავლო, კვლევითი და მხატვრული ლიტერატურით. ბიბლიოთეკა პერიოდულად მდიდრდება ახალი წიგნებით და რესურსებით, რომელთა გამოყენება როგორც ბიბლიოთეკაში, ასევე სახლში წაღება,  მთელი კვირის განმავლობაში არის შესაძლებელი. ბიბლიოთეკაში ჩართულია საერთაშორისო ელექტრონული ბაზა EBSCO, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს მოიძიოს უახლესი და მაღალი დონის სამეცნიერო ლიტერატურა სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის.

საჯარო ლექციები

უნივერსიტეტს საკმაოდ მდიდარი ტრადიცია აქვს საჯარო ლექციების ჩატარების სახით, სადაც ცნობილი ეკონომისტები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები სტუდენტს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. 

მაგისტრატურა

პროგრამის მიზნები

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა  შესაბამისობაშია სასწავლო უნივერსიტეტის მისიასთან. პროგრამა უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით თეორიულ  და კვლევაზე დაფუძნებულ ღრმა და სისტემურ ცოდნის მიწოდებას, ბიზნეს ორგანიზაციების საქმიანობის ანალიზის, სტრატეგიული დაგეგმვისა და ეფექტური მართვის, რისკების ანალიზისა და მათი პრევენციის უნარების გამომუშავებას. ამ მიზნის  შესაბამისად, სამაგისტრო  პროგრამაში ”ბიზნესის ადმინისტრირება” სწავლების ძირითადი  მიზნები  და ამოცანები შემდეგია: მომზად­დეს შრომით ბაზარზე კონ­­კურენტუნა­რიანიბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკა­დე­­მიური ხა­რის­ხის მქო­ნე სპეციალისტი, რო­მელ­საც ექნება ლოკალიზაციის პროცესების ღრმა და სისტემური ცოდნა. აგრეთვე, დაეუფლოს ბიზნესში მისი ფუნქციონალური სფეროების თავისებურებებს, ბიზნესის თეორიებს, კანონზომიერებებსა  და  განვითარების ტენდენციებს,  საერთაშორისო   ბიზ­ნე­სის ფორ­მებსა და რეგულირების მე­თოდებს, საერთაშორისო მარკეტინგს და სხვა აქტუალურ საკითხებს. ყოველივე ეს სტუდენტს მისცემს აღნიშნული სფეროს  ღრმა და სის­ტე­მურ ცოდნას, რაც მას დაეხმარება ახალი ორიგინალური იდეების შემუშავებასა და ცალკეული პრობლემების გადაჭრის გზების გაცნობიერებაში.

 

პროგრამის სტრუქტურა

კრედიტები სასწავლო კურსებზე გადანაწილებულია შემდეგი პრინციპით

პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები - 48კრედიტი;

პროგრამის არჩევითისასწავლო კურსები  – 27კრედიტი (  38 კრედიტიდან)

სამაგისტრო კვლევის პროექტი - 5 კრედიტი;

სამაგისტრო ნაშრომის თეორიულ - ექსპერიმენტალური კვლევა -10 კრედიტი;

სამაგისტრონაშრომი - 20 კრედიტი

პრაქტიკა -10 კრედიტი

სულ - 120 კრედიტი

 

დასაქმება და სწავლის გაგრძელება

სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, საერთაშორისო ბიზნესკომპანიებში.

მაგისტრატურის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა განაგრძოს ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა   (pdf)