შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამები

ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამები

2018-2019 სასწავლო წლის II სემესტრში ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე

გადასვლის მსურველთა საყურადღებოდ!

ოგორც თქვენთვის ცნობილია, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამა არის სტუდენტის ინტერესებისა და აკადემიური მომზადების დონის შესაბამისად შედგენილი პროგრამა.

 

ნდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაყვანის მსურველმა განცხადებასთან ერთად ფაკულტეტისდეკანატში უნდა წარადგინოს მისი მონაწილეობით შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და სათანადოდოკუმენტაცია . განცხადებაში მითითებული უნდა იყოს, თუ რა ინტერესები აქვს სტუდენტსდა როგორია მისი აკადემიურიმომზადების დონე. შესაბამისად,განცხადებაში სტუდენტმა უნდა ჩამოაყალიბოს, თუ რა სახის მხარდაჭერაესაჭიროება მას.ინდივიდუალურ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა უნდა წარმოადგინოს მისიმონაწილეობით შედგენილი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელი მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საკითხი განიხილება  აკადემიურ საბჭოზე ფაკულტეტისდეკანის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.