შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

თდასუ-ს XIX სამეცნიერო კონფერენცია

2017 წლის 10 ივნისს  უნივერსიტეტში ჩატარდა XIX  სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც  მონაწილეობა მიიღეს თდასუ-ს  სტუდენტებმა, პროფესორებმა, პარტნიორი კლინიკების სპეციალისტებმა, დამსაქმებლებმა, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეულმა პროფესორებმა და  სტუდენტებმა.  კონფერენციის სექციური მუშაობა წარიმართა 4 მიმართულებით:

· სამართლის

· მედიცინის

· სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის

· ჰუმანიტარულ მეცნიერებათა.

მონაწილეებს, კონფერენციის დასასრულს, გადაეცათ სერტიფიკატები; მოწონებული ნაშრომები დაიბეჭდება კონფერენციის შრომათა კრებულში.

   

ვრცლად...

თდასუ-ს სახალხო არტისტი ლეო ანთაძე ეწვია

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვია საქართველოს სახალხო არტისტი, მაესტრო ლეო ანთაძე. სტუმარმა   მონოსპექტაკლის სახით წარმოადგინა ნაწყვეტები ვაჟა ფშაველას, გურამ დოჩანაშვილის, ნოდარ დუმბაძის, ანა კალანდაძის,  დემნა შენგელაიას და  სხვ. შემოქმედებიდან.

 

ვრცლად...

თდასუ-ს სტუდენტები პირველადი სამედიცინო დახმარების ლექციაზე

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად ეუფლებიან პირველადი სამედიცინო დახმარების საფუძვლებს.

  

ვრცლად...

ავსტრიელი სტუმარი თდასუ-ში

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია კავკასიის კვლევების ავსტრიული ინსტიტუტის დირექტორი ბატონი ადამ ლამბერდი, რომელმაც თდასუ-ს სტუდენტებს ავსტრიის პოლიტიკური და საგანმანათლებლო სისტემის შესახებ საინტერესო ლექცია წაუკითხა.

 

 

ვრცლად...

თდასუ-ს სტუდენტები ბავშვთა სახლში

თდასუ-ს სტუდენტები სოფელ მარტყოფში მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ეწვივნენ, ბავშვებს საჩუქრებითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ და მთელი დღე მათთან ერთად გაატარეს.

 

ამერიკელი ექსპერტი თდასუ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ხაზინის დამსახურებულმა ექსპერტმა ბატონმა ჩარლზ სტრომემ თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარა ლექცია საგადასახადო საკითხებზე.

 

 

 

ვრცლად...

მომავალი წარმატებული მეღვინე

 

2017 წლის 13 მაისს მთაწმინდის პარკში „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა „ახალი ღვინის ფესტივალი“. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცირე-ოჯახური და საშუალო მარნები, ასევე მსხვილი მწარმოებლები და ცნობილი კომპანიები, რომლებმაც სტუმრებს 2016 წლის მოსავლის ღვინოები წარუდგენეს. საკუთარი პროდუქცია 110-ზე მეტმა მონაწილემ წარადგინა. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტი ნოდარ ბაღაშვილი ფესტივალზე საკუთარი მარნით „ნოდარ ბაღაშვილის ღვინის მარნით“ წარსდგა. ნოდარს დედოფლისწყაროს რაიონში საკუთარი ვენახები აქვს და საუკეთესო ღვინოს აწარმოებს.

 

ვრცლად...

თდასუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

2017 წლის 23 აპრილს, სასტუმრო "Holiday Inn"-ის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებმა, უნივერსიტეტებმა და საგანმანათლებლო ორგანიზაციებმა მსოფლიოს მოწინავე უნივერსიტეტებში უცხოენოვანი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო გაცვლითი პროგრამების, სტაჟირების კურსების პრეზენტაციითა და საგრანტო შეთავაზებებით. გამოფენის მსვლელობაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმაც.

 

.

ვრცლად...

თდასუ-ს სტუდენტები სტუდენტურ ოლიმპიადაზე

 

 თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელმა სტუდენტებმა ნონა ხუროშვილმა და ლიკა გაგნიძემ მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ ოლიმპიადაში „მომავალი ეკონომისტი“. თდასუს სტუდენტებმა წარმატებით გაიარეს ოლიმპიადის პირველი ტური და გადავიდნენ მომდევნო ეტაპზე.

ოლიმპიადა ტარდება სამ ტურად. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფულადი და არაფულადი პრიზები: ოლიმპიადის გამარჯვებული მიიღებს 1000 ლარს, მეორე ადგილზე გასული დაჯილდოვდება 700 ლარით, მესამე ადგილი - 500 ლარით, მეოთხე ადგილი - 400 ლარით, მეხუთე ადგილი - 300 ლარით. VI-X ადგილის მფლობელები უფასოდ გაივლიან ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატის IELTS მოსამზადებელ კურსს;  პირველ ათეულში გასული სტუდენტები  მიიღებენ სხვადასხვა სამახსოვრო პრიზს.