თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თდასუ გთავაზობთ ტრენინგს

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი გთავაზობთ მოკლევადიან სასწავლო-სასერტიფიკატო კურსს:

 

ბიზნეს გეგმის შედგენა და დოკუმენტაციის მომზადება გრანტის მაძიებელთათვის!

რას მოგცემთ სასწავლო კურსის გავლა?

სასწავლო სასერთიფიკატო კურსი მსმენელს მისცემსპრაქტიკულ ცოდნა-გამოცდილებას ბიზნესის ყველა ძირითად, საკვანძო საკითხზე, ასევე მრავალმხრივი ცოდნის ტრანსფერის და სინთეზის უნარ-ჩვევებს, რომლებიც აუცილებელი კომპონენტებია ბიზნეს-გეგმის შედგენისას.  ეს განსაკუთრებით ეხება ეკონომიკური ანალიზის, ბაზრის კომპლექსური კვლევის ჩატარების, ბიზნეს-გეგმის დანართი უწყისებისთვის საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და კოეფიციენტების გამოთვლას.

ინფორმაციას სასწავლო კურსის დეტალური თემატური გეგმის შესახებ შესაძლებელია გაეცნოთ უნივერსიტეტში.

რით არის გამორჩეული ჩვენი სასწავლო კურსი და რა არის სწავლის შედეგი?

მსმენელებს მიეცემათ შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულება; ანგარიშფაქტურა; შესრულებული სამუშაოს აქტი-ბიზნეს გეგმა; კვალიფიკაციის ამაღლების სერტიფიკატი.

სასწავლო კურსის დახმარებით შესაძლებელია არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავება ბიზნეს გეგმის შედგენის მეცნიერულ - მეთოდოლოგიური საფუძვლების ირგვლივ, არამედ ხდება ბიზნეს გეგმის შედგენის პრაქტიკულ გამოცდილების მიღება და  შესაბამისად, ბიზნეს გეგმის დამოუკიდებელი შედგენა-გაფორმება, აგრეთვე  პრეზენტაციის  გაკეთება საკუთარი ბიზნესის იდეის მიხედვით.

სასწავლო კურსის ღირებულება და საკონტაქტო რეკვიზიტები:

სასწავლო კურსის ღირებულება- 400 ლარი.

სასწავლო ლიტერატურით უზრუნველყოფა შედის კურსის ღირებულებაში.

საკონტაქტო საათები და ადგილი:

თბილისის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტი, სულხან ცინცაძის ქუჩა N24, მე-6 სართული. სალექციო საათები შეთანხმდება ინდივიდუალურად.

მობ.: 574500802; ტელ.: +995 32 2 385566;

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

სასწავლო კურსის ავტორი და განმახორციელებელი:

აიდა ქიტაშვილი-კვაჭანტირაძე, ეკონომიკის დოქტორი, 20-წლიანი სწავლების გამოცდილებით საუნივერსიტეტო და ასევე მცირე ბიზნესის მართვის პროფესიული სწავლების სფეროში;  თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ფრანგულენოვან მეცნიერ-ეკონომისტთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.

 

მე-8 საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა

2018 წლის 23-24 თებერვალს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართა განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა, რომელშიც  მონაწილეობა მიიღო 100-მდე უმაღლესმა და პროფესიულმა სასწავლებელმა 12 ქვეყნიდან.

თდასუ-ს სტუდენტებმა საზოგადოებას მიაწოდეს ინფორმაცია თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტისა და განხორციელებული  საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, მონაწილეებს გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.

 

ვრცლად...

თდასუ განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენაზე

2018 წლის 23-24 თებერვალს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობას მიიღებს საგამოფენო ცენტრში „ექსპოჯორჯია“ განათლების  მე-8 საერთაშორისო გამოფენაში.

ყველა მსურველს - აბიტურიენტს, სტუდენტს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს  ამომწურავი ინფორმაცია საგანმანათლებლო სფეროს სიახლეებისა და შემოთავაზებების შესახებ.

ამოფენაში მონაწილეობას იღებს 100-მდე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებელი 12 ქვეყნიდან: კვიპროსი, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, თურქეთი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საბაკალავრო, პროფესიული, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და აირჩიონ სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები, გაიგონ უფრო მეტი პირველი წყაროდან, დაფინანსების შესაძლებლობების, გაცვლითი პროგრამების შესახებ. ამასთან, გამოფენაზე მოსული ყველა დაინტერესებული პირი გაიგებს თუ რა ალტერნატივებია და რას სთავაზობს მას სხვადასხვა ონლაინ თუ მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა, საზაფხულო სკოლა, საერთაშორისო გამოცდების მოსამზადებელი და ენის შემსწავლელი კურსი; ასევე გაიგებს თუ რა სხვადასხვა მომსახურება შეიძლება მიიღოს სტუდენტმა, სად დასაქმდეს.

 

მისამართი: გამოფენების ცენტრი „ექსპოჯორჯია“ 

ა. წერეთლის 118, მე-11 პავილიონი

სამუშაო საათები 11:00-19:00


 

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:

1.     სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  25     ადგილი;

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  10  ადგილი;

2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა  - 15 ადგილი;

3. იურიდიული ფაკულტეტი:

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 10  ადგილი.

მსურველთა  რეგისტრაცია 2018  წლის 18 იანვრიდან  1 თებერვლის ჩათვლით მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში -  6 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით უნივერსიტეტში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის/ბეჭდითა და 

კანის ხელმოწერით

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატისან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში

9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება და გაცნობა 6 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით;

სტუდენტებისათვის ხელშეკრულების გაფორმება27-28 თებერვალი.

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში

06 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;

მისამართი:

. თბილისი, . ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირებ:

ირინე ვაშაკიძე (+995) 577 71 50 70;

ანა მამაცაშვილი (+995) 592 92 22 44.



 


 

საახალწლო კარნავალი

25 დეკემბერს, თდასუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში საახალწლო კარნავალი მოაწყვეს.სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებსდამდეგი 2018 წელი მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ა.შარაშენიძემ. მონაწილეებმა, ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის  გამოავლინეს სხვადასხვა სახალისო ნომინაციის მფლობელი და დააჯილდოვეს შესაბამისი სერთიფიკატებითა და საჩუქრებით. შემდეგ უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაათამაშეს „სეკრეტ სანტა“ და მიიღეს სამახსოვრო საჩუქრები.კარნავალი მხიარული ცეკვებითა და სახალისო ნომრებით გაგრძელდა.

ვრცლად...

თდასუ-ს სტუდენტები მარტყოფის ბავშვთა სახლში

ტრადიცია გრძელდება. წელს უკვე მეორედ, ბავშვთა სახლის მობინადრეები საჩუქრებითა და ტკბილეულით გავახარეთ.    

 

Welcome Party თდასუ-ში

14 ოქტომბერს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სტუდენტებისათვის Welcome Party გაიმართა. სტუდენტებს მისალოცი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ანზორ შარაშენიძემ, რომელმაც  სტუდენტებსა და პროფესორებს უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წლისთავი მიულოცა. რექტორმა წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს უმაღლეს საგანმანათლებლო  ეტაპზე.  სტუდენტებმა  სიმბოლურად  დაჭრეს ტორტი და დაუვიწყარი საღამო გაატარეს.

 

 

ვრცლად...

პირველკურსელები გელათში

7 ოქტომბერს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელები ტრადიციულად, უნივერსიტეტის რექტორის მიწვევით, ქუთაისში გაემგზავრნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს გელათის სამონასტრო კომპლექსი. პირველკურსელები დალოცა მონასტრის წინამძღვარმა მამა იოანემ და წარმატებები უსურვა მათ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობაში.

 

ვრცლად...

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

წელს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის დაარსებიდან 25 წელი შესრულდა. სიმბოლურად, ეს დღე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ დაამთხვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალს“ და ამ ფესტივალის ფარგლებში,  29 სექტემბერს,  უნივერსიტეტში გაიმართა  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით „ბიზნესისა და სამართლის სფეროს აქტუალური პრობლემები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებმა და დოქტორანტებმა. კონფერენციის დაწყებამდე, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ანზორ შარაშენიძემ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სტუდენტებსა და პროფესორებს და მიულოცა ღირსშესანიშნავი თარიღი. უნივერსიტეტის დამსახურებულ პროფესორებსა და თანამშრომლებს საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილეობისა და უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ საპატიო სიგელები. კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატით,ხოლო მათი ნაშრომები დაიბეჭდება უნივერსიტეტის რეფერირებად ჟურნალში „აღმაშენებელი“.

 

ვრცლად...