თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ავსტრიის საელჩოს გახსნა

 

 

22 სექტემბერს საქართველოში ავსტრიის საელჩო გაიხსნა. ოფიციალურ ღონისძიებას ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, ელჩი მიხაელ ლინჰარტი დაესწრო, რომელმაც აღნიშნა, რომ საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას.

  საელჩოს გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ავსტრიის მხარის მოწვევით იმყოფებოდნენ   უნივერსიტეტის რექტორი,  პროფესორი ანზორ შარაშენიძე და  პროფესორები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  საელჩოს გახსნა იმ დროს, როდესაც სხვა ევროპის ქვეყნებში საელჩოები იხურება, ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის საინტერესო, მიმზიდველი და სტაბილური ქვეყანა  ევროპისთვის და არა მარტო მისთვის. საელჩოს გახსნა  კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ევროპული მისწრაფებების მიხედვით, საქართველოს რეგიონი მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იგი  რჩება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყნად.