შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საახალწლო კარნავალი

 

        25 დეკემბერს, სტუდენტებმა უნივერსიტეტში საახალწლო კარნავალი მოაწყვეს. სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს დამდეგი 2019 წელი მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ანზორ შარაშენიძემ. მონაწილეებმა, ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის  გამოავლინეს სხვა და სხვა სახალისო ნომინაციის მფლობელი და დააჯილდოვეს სამახსოვრო საჩუქრებით. შემდეგ სტუდენტებმა გაათამაშეს „სეკრეტ სანტა“ და მიიღეს საახალწლო სახალისო საჩუქრები. კარნავალი მხიარული ცეკვებითა და ნომრებით გაგრძელდა.