თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

ჰუმანიტარული აქცია

 

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის ხელშეწყობით, 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის (ისტორიული ჰერეთი) სოფელ კახისთავის 1 ქართული საშუალო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სხვადასხვა კლასისათვის განკუთვნილი ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები გაუგზავნეს. მეორე კლასის დამრიგებელმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათია სუყაშვილმა სამადლობელი წერილი გამოუგზავნა უნივერსიტეტს: „სკოლის ადმინისტრაციისა და დირექტორის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსა და ზრუნვისათვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩვენი აღსაზრდელების მიმართ. დიდ წარმატებებს ვუსურვებთ უნივერსიტეტს იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რასაც პროფესიულად ღრმად განსწავლული, მაღალზნეობრივი სპეციალისტების აღზრდა ჰქვია, რომლებიც მომავალში წარმატებით ჩამოყალიბდებიან თანამედროვე დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან და სრულუფლებიან წევრად“. პატივისცემით, ნათია სუყაშვილი