შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

თდასუ აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

          შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი  2018 –  2019  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისათვის  აცხადებს  მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  1. სამართალის სამაგისტრო პროგრამა
  2. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

 

         I. მაგისტრატურაში მიღების ვადები:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება: 30  აგვისტო – 14  სექტემბერი;

გამოცდა უცხოურ ენაში –  17  სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება  –  18  სექტემბერი;

გამოცდა/გასაუბრება  სპეციალობაში – 19 სექტემბერი;

შედეგების გამოცხადება  –  19  სექტემბერი;

მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება – 20 სექტემბერი.

II. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

განცხადება რექტორის სახელზე;

ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის-ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 

უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);

საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;

სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან  სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);

2  ფოტოსურათი 3 x 4  და ელექტრონული ვერსია CD – ზე.

 საბუთების მიღება:

10.00 საათიდან  –  18.00 საათამდე

              მისამართი. თბილისი,  . ცინცაძის №24;  VI სართული;  ოთახი №605;

              საკონტაქტო ტელეფონი: 237 88 66;  238 55 66;

              მობილური:   577 71 50 70;  592 92 22 44;  599 85 99 53

 

 

 ტესტის ნიმუში და შეფასების კრიტერიუმები - უცხო ენა ინგლისური გერმანული

 

 ტესტის ნიმუში და შეფასების კრიტერიუმები - სამართალმცოდნეობა