თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თდასუ აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-201სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:

1. სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  –  15  ადგილი;

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა  –  4  ადგილი;

2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 1ადგილი;

3. იურიდიული ფაკულტეტი:

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 4  ადგილი.

4. მედიცინის ფაკულტეტი:

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა -15 ადგილი.

მსურველთა  რეგისტრაცია 2018 წლის 25 ივლისიდან 16 აგვისტოს  ჩათვლით მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე.

ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა - 2018 წლის 22-23-24 აგვისტო;

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა მიერ პირადი საქმის სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების ასლების უნივერსიტეტში წარდგენის ვადა - 7 სექტემბრის ჩათვლით;

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა მიერ მანამდე ათვისებული კრედიტების აღიარების მიზნით, სასწავლო უნივერსიტეტის დასკვნის მიღების ვადა - 1 სამუშაო დღე.

სასწავლო უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა წერილობითი განცხადებით დადასტურების ვადა - 10 სექტემბრის ჩათვლით.

მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში უნივერსიტეტში  წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის  ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

მისამართი:

ქ.თბილისი, ს.ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირები:

ირინე ვაშაკიძე (+995) 5777150 70;

ანა მამაცაშვილი (+995) 592 92 22 44.