თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

XX საერთაშორისო კონფერენცია თდასუ-ში

19 მაისს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი XX საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც უნივერსიტეტის პროფესორებთან და სტუდენტებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა პროფესორებმა და სტუმრებმა, როგორც საქართველოდან, ისე უცხოეთიდან. კონფერენცია გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ანზორ შარაშენიძემ, სიტყვით გამოვიდნენ იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე მინდია უგრეხელიძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია,აგრეთვე,უკრაინის საერთაშორისო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრის პროფესორი ანდრეი ბოროვიკი.

კონფერენციის  მუშაობა წარიმართა  ოთხი მიმართულებით: სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის, სამართალმცოდნეობის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და მედიცინის. სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის სექციური მუშობის დროს უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მურმან ბლიაძემ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაც მოახდინა.

კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. მონაწილეების მოხსენებები დაიბეჭდება თდასუ-ს პერიოდულ სამეცნიერო ჟურნალში „აღმაშენებელი“.