თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

რეოლოგთა მეოთხე საერთაშორისო მულტიდისციპლინარული კონფერენცია და თდასუ

22-26 აპრილს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს რეოლოგთა მეოთხე საერთაშორისო მულტიდისციპლინარულ კონფერენციაში. კონფერენცია ორგანიზებული იყო რეოლოგთა საზოგადოების, ივანე ბერიტაშვილის ბიომედიცინის ცენტრისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. კონფერენციის ორგანიზების განხორციელებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მიკროცირკულაციის და კლინიკური ჰემორეოლოგიის ევროპული საზოგადოების ქართული სეგმენტის თავმჯდომარემ პროფ. მაია მანწკავამ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქართველი, ავსტრალიელი, ფინელი, ბელგიელი, რუსი, ფრანგი, ბულგარელი, უკრაინელი, პოლონელი, პორტუგალიელი და შრი-ლანკელი მეცნიერები.