შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

თდასუ და "ცენტრი ინგლისური ენის წარმატებული სწავლებისთვის" გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე

 21-22 აპრილს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდება CETE/TESOL ყოველწლიური X საერთაშორისო კონფერენცია, რომლის ორგანიზატორია TESOL-ის აფილირებული  „ცენტრი ინგლისური ენის წარმატებული სწავლებისთვის“.

 

კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად, ცენტრი იწვევს ინოვაციურ, კრეატიულ ESL/EFL-ის პედაგოგებს, ლექტორებს, მკვლევარებსა და სტუდენტებს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, დაწყებითი, საშუალო და  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, აგრეთვე,  ინგლისური ენის ცენტრების წარმომადგენლებს.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია. 

მისამართი: სულხან ცინცაძის 24. მე-7 სართული.

21 აპრილი - 10:00 – 13:30

22 აპრილი - 10:30 – 14:00