თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თდასუ-ში

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსა და პროფესორებს თდასუს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

·        ეკონომიკა და ბიზნესი

·        სამართალი

·        ფილოლოგია

·        მედიცინა

სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 201წლის 19 მაისს 11 საათზე თბილისის დავით აღმაშენებლის სწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: რუსთავის გზატკეცილი N18-22.

საუნივერსიტეტო კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:

20 აპრილი საკონფერენციო მასალის ანოტაციების (1 გვერდი) წარმოდგენის ბოლო ვადა.

2აპრილი - კონფერენციაში მონაწილე შერჩეული კანდიდატების ინფორმირების ვადა.

30 აპრილი - საკონფერენციო ნაშრომების სრული ვერსიების წარმოდგენის ვადა.

ნაშრომის გაფორმების წესი:

თავფურცელი - მოხსენების სათაური, მომხსენებლის გვარი, სახელი, სასწავლო სტატუსი, მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი; საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი.

რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე - არაუმეტეს 150 სიტყვისა;

საკვანძო სიტყვები;

ტექსტის ენა - ქართული, ინგლისური, რუსული;

გვერდების რაოდენობა - 5-7 (A4 ფორმატი);

შრიფტი - Sylfaen;

შრიფტის ზომა - 12;

სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5;

ნაშრომის ბოლოს უნდა დაერთოს  ანბანის მიხედვით დალაგებული გამოყენებული ლიტერატურის სია.

შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თეზისები და საბოლოო ნაშრომი შემდეგ ელ.ფოსტაზე:This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.