თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

თდასუ აცხადებს რიგგარეშე მობილობას

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს რიგგარეშე მობილობას:

1.     სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  2    ადგილი;

2.    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა  12 ადგილი;

3. მედიცინის ფაკულტეტი:

 ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა სტომატოლოგია- 20  ადგილი.

უნივერსიტეტში მობილობით ჩასარიცხი სტუდენტების წერილობითი განაცხადისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადა: 2018 წლის 19 მარტის ჩათვლით.

უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე სტუდენტის მიერ წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა - 2018 წლის 20 მარტი.

მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში უნივერსიტეტში წარმოადგინონ 

შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის/ბეჭდითა და დკანის ხელმოწერით

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატისან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში

9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

მისამართი:

. თბილისი. ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირებ:

ირინე ვაშაკიძე (+995) 577 71 50 70;

ანა მამაცაშვილი (+995) 592 92 22 44.