თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:
1. სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი:
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა – 25 ადგილი;
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა – 10 ადგილი;
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი;
3. იურიდიული ფაკულტეტი:
სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 10 ადგილი.
მსურველთა რეგისტრაცია 2018 წლის 18 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე.
მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში - 6 თებერვლიდან 9 თებერვლის ჩათვლით უნივერსიტეტში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
1. განცხადება;
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის/ბეჭდითა და
4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.
6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);
7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;
8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.
საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)
სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება და გაცნობა: 6 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით;
სტუდენტებისათვის ხელშეკრულების გაფორმება: 27-28 თებერვალი.
ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში:
06 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით;
მისამართი:
ქ. თბილისი, ს. ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;
საკონტაქტო პირები:
ირინე ვაშაკიძე (+995) 577 71 50 70;
ანა მამაცაშვილი (+995) 592 92 22 44.