თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

კონფერენცია პროგრამული აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებით

22-23 სექტემბერს გუდაურში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, ჩატარდა კონფერენცია „აკრედიტაციის განახლებული სტანდარტები და უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია“. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა საქართველოში აკრედიტაციის სისტემაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ამერიკისა და ევროპის აკრედიტაციის სააგენტოების წარმომადგენლების მიერ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კონფერენცია გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ექსპერტებმა. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორი, პროფესორი ანზორ შარაშენიძე და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფ. ირინე ვაშაკიძე.