თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თდასუ აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

შპს.  თბილისის  დავით  აღმაშენებლის  სასწავლო  უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას  სამართლისა და  ბიზნესის  ადმინისტრირების სამაგისტრო  პროგრამებზე  2017–2018  სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის:

I.მაგისტრატურაში  მიღების  ვადები:

მაგისტრანტობის  კანდიდატთა საბუთების მიღება  – 25  აგვისტო  – 20  სექტემბერი;

გამოცდა უცხოურ ენაში–  21  სექტემბერი;

გამოცდის  შედეგების გამოცხადება  –  21   სექტემბერი;

გამოცდა/გასაუბრება  სპეციალობაში  –  22   სექტემბერი;

გამოცდის  შედეგების გამოცხადება –  22  სექტემბერი;

მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება  – 23  სექტემბერი.

II. წარმოსადგენი დოკუმენტაციის  ნუსხა:

განცხადება რექტორის  სახელზე;

ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო  პროგრამაზე  სამართლის ბაკალავრის)  ან  მასთან გათანაბრებული  აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და  დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის  ასლი;

უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი  სერტიფიკატი  (არსებობის შემთხვევაში);

საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის  ასლი;

სამხედრო  აღრიცხვაზე  ყოფნის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი  ან სამხედრო ბილეთი  (არსებობის  შემთხვევაში);

უცხო  ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის  ნოტარიულად  დამოწმებული  ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

2  ფოტოსურათი 3 x 4  და  ელექტრონული  ვერსია  CD–ზე.  საბუთები მიიღება: 10.00 საათიდან  –  18.00  საათამდე  უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტში.

      მისამართი: ქ. თბილისი,  ს. ცინცაძის #24;  VI სართული;  ოთახი #605;

      საკონტაქტო ტელეფონი: 237 88 66; 238 55 66; მობილური 599 409 551.

ტესტის გადმოწერა

ტესტები სამართალმცოდნეობაში