თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:

1.     სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  20    ადგილი;

2.    ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა  -  8 ადგილი;

მსურველთა  რეგისტრაცია 2017  წლის 25 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე.

მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში 23 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით უნივერსიტეტში წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის/ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი.

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისათვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებულიასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერთიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

 

საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

კრედიტების აღიარება: 29 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით;

სტუდენტებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება: 4-6 სექტემბერი;

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში: 7-8 სექტემბერი.

 

მისამართი:

ქ.თბილისი, ს.ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირი: ირინე ვაშაკიძე (+995) 5777150 70; ანა მამაცაშვილი (+995) 592 92 22 44.