თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ბიზნესისა და სამართლის სფეროს აქტუალური პრობლემები"

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს პროფესორებსა და მკვლევარებს თდასუ-ს  საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციაში „ბიზნესისა და სამართლის სფეროს აქტუალური პრობლემები“  მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ტარდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2017 წლის სექტემბრის ბოლო კვირას დაგეგმილი მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში

  კონფერენცია ჩატარდება შემდეგი მიმართულებებით:

·        სოციალური მეცნიერებები და ბიზნესი

·        სამართალმცოდნეობა

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოსა და უცხოეთის უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ცენტრებისა და ინსტიტუტების პროფესორებსა და მკვლევარებს.

კონფერენციის სამუშაო ენებია:

·        ქართული

·        ინგლისური

·        რუსული

კონფერენცია გაიმართება 2017 წლის28-29 სექტემბერს11 საათზე თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,  მისამართზე: რუსთავის გზატკეცილი N18-22.

საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:

17 ივლისი საკონფერენციო მასალის თეზისების (1 გვერდი) წარმოდგენის ბოლო ვადა.

24 ივლისი - კონფერენციაში მონაწილე შერჩეული კანდიდატების ინფორმირების ვადა.

8 სექტემბერი - საკონფერენციო ნაშრომების სრული ვერსიების ჩაბარების ვადა.

ნაშრომის გაფორმების წესი:

თავფურცელი - მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი, გვარი, სტატუსი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ტექსტის ენა - ქართული, ინგლისური, რუსული;

გვერდების რაოდენობა - 7-10 (A4 ფორმატი);

შრიფტი - Sylfaen;

შრიფტის ზომა - 12;

სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5;

გვერდების საზღვრები - 2,5;

ნაშრომის ბოლოს უნდა დაერთოს:

·        ანბანის მიხედვით დალაგებული გამოყენებული ლიტერატურის სია.

·        რეზიუმე საკონფერენციო ნაშრომის ენაზე (მაქსიმუმ 500 სიმბოლო).

მონაწილეთა ნაშრომები დაიბეჭდება თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალშიაღმაშენებელი“.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 გთხოვთ, გამოაგზავნოთ თეზისები და საბოლოო ნაშრომი ელ.ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.