თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თდასუ-ს XIX სამეცნიერო კონფერენცია

 

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი იწვევს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის,  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებსა და  პროფესორებს თდასუს  XIX  სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი მიმართულებებით:

·        ეკონომიკა და ბიზნესი

·        სამართალი

·        ფილოლოგია

·        მედიცინა

სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება 2017 წლის 10 ივნისს 11 საათზე თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში,  მისამართზე: რუსთავის გზატკეცილი N18-22.

საუნივერსიტეტო კონფერენციის მნიშვნელოვანი თარიღები:

22 მაისი - საკონფერენციო მასალის ანოტაციების (1 გვერდი) წარმოდგენის ბოლო ვადა.

23 მაისი - კონფერენციაში მონაწილე შერჩეული კანდიდატების ინფორმირების ვადა.

29 მაისი - საკონფერენციო ნაშრომის სრული ვერსიის ჩაბარების ვადა.

 

ნაშრომის გაფორმების წესი:

თავფურცელი - მოხსენების სათაური, მომხსენებლის გვარი, სახელი,  სასწავლო სტატუსი (სამეცნიერო ხარისხი), მისამართი, ტელეფონი (მობილური), ელექტრონული ფოსტის მისამართი; სტუდენტის შემთხვევაში - საკონფერენციო ნაშრომის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, სტატუსი

ტექსტის ენა - ქართული

გვერდების რაოდენობა - 5-7(A4 ფორმატი);

შრიფტი -Sylfaen;

შრიფტის ზომა - 12;

სტრიქონებს შორის მანძილი -1,5;

ნაშრომის ბოლოს უნდა დაერთოს  ანბანის მიხედვით დალაგებული გამოყენებული ლიტერატურის სია.

ნაშრომს უნდა დაერთოს რამდენიმე წინადადების სახით რეზიუმე.

 

შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში.

კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

 

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თეზისები და საბოლოო ნაშრომი შემდეგ ელ.ფოსტაზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.