თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

აკადემიური პერსონალის შესარჩევი კონკურსი

შპს თბილისის  დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:

1.   სამართალი

პროფესორი - 2 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია 

2.   ჯანდაცვა

დარგი:  ფარმაცია

პროფესორი - 1 ვაკანსია

ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია

ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია

 

აკადემიურ თანამდებობაზე  არჩევის   პირობები:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი აირჩევა 4 წლის ვადით.

 

კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ:

·        განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

·        კონკურსანტის ანკეტა;

·        ავტობიოგრაფია;

·        პირადობის მოწმობის ასლი;

·        2  ფოტოსურათი (ზომა 3X4);

·        უმაღლესი განათლების, აკადემიური ხარისხის/წოდების, კვალიფიკაციის  დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

·        ინფორმაცია ბოლო 10 წელიწადში საკონკურსო მიმართულების/დარგის შესაბამისად შესრულებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;

·        სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის (შრომის წიგნაკის) ასლი, ან ცნობა, ასევე დამსაქმებლის, ან საარქივო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებს შესაბამის გამოცდილებას.

 

კონკურსი გამოცხადდეს 2017 წლის  13 აპრილიდან. საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 13 აპრილიდან  21 აპრილის  ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10 საათიდან 18 საათამდე.

 

მისამართი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N24; VI სართული; ოთახი N605

საკონტაქტოტელეფონი: 237 88 66; 577 71 50 70.

საკონკურსო კომისიის სახელზე განცხადებისა და ანკეტის ფორმები იხილეთ უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე: www.tdasu.edu.ge

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება 2017 წლის 27 აპრილს.