თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

განათლების საერთაშორისო გამოფენა

 

2017 წლის 16-17 თებერვალს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო IEFG - განათლების VII საერთაშორისო გამოფენაში. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოსა და მსოფლიოს 100-მდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მსოფლიოს 16 ქვეყნიდან.

გამოფენა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიჩინა თდასუს სტენდის მიმართ და წარმატებები უსურვა ჩვენს უნივერსიტეტს. გამოფენაზე თდასუს წარდგენაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტის სტუდენტებმა: ირაკლი გულიშვილმა, მარიამ ფერაძემ, ანი გრიგალაშვილმა და ბექა ჯიქიამ. მათ გამოფენის სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის ისტორია და უპასუხეს თდასუს შესახებ დასმულ კითხვებს.