თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ამა წლის 13 თებერვალს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა. რექტორთა საბჭო წლის განმავლობაში რამდენჯერმე იკრიბება მინისტრის ინიციატივით კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რაც საშუალებას აძლევს საბჭოს წევრებს, უშუალოდ გაეცნონ სხვა უნივერსიტეტების სასწავლო გარემოს, მათი სწავლების მეთოდებს და გაიზიარონ გამოცდილებები. მიმდინარე სხდომაში მონაწილეობა მიიღო თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ანზორ შარაშენიძემ. შეხვედრაზე განხილულ იქნა უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში არსებული აქტუალური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.