თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

საახალწლო კარნავალი თდასუ-ში

 28 დეკემბერს, თდასუ-ს სტუდენტებმა უნივერსიტეტში საახალწლო კარნავალი მოაწყვეს. მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცეს უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს. მონაწილეებმა ღონისძიების ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა შორის გამოავლინეს სხვადასხვა სახალისო ნომინაციის მფლობელი და დააჯილდოვეს შესაბამისი სერთიფიკატებით. დასასრულს, უნივერსიტეტის დამფუძნებელმა და რექტორმა ბატონმა ანზორ შარაშენიძემ დამდეგი ახალი წელი მიულოცა სტუდენტებს და საახალწლო საჩუქრები გადასცა მათ.