თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

თდასუ აცხადებს სტუდენტთა რიგგარეშე მობილობას

თდასუ აცხადებს სტუდენტთა რიგგარეშე მობილობას

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  –  100  ადგილი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 100 ადგილი

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა-100ადგილი

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 100  ადგილი

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა  –  100  ადგილი

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა - 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით;

მობილობის უფლება მოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან უნივერსიტეტში  წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. 2 ფოტოსურათი3X4 და ელექტრონული ვერსიაCD-ზე.

საბუთების მიღება ყოველ დღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

მისამართი:

ქ.თბილისი, ს.ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირები:

 

ირინე ვაშაკიძე(+995) 5777150 70;

ანა მამაცაშვილი(+995) 592 92 22 44.

 

ჰუმანიტარული აქცია

 

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ადმინისტრაციის ხელშეწყობით, 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის (ისტორიული ჰერეთი) სოფელ კახისთავის 1 ქართული საშუალო სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად სხვადასხვა კლასისათვის განკუთვნილი ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები გაუგზავნეს. მეორე კლასის დამრიგებელმა ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ნათია სუყაშვილმა სამადლობელი წერილი გამოუგზავნა უნივერსიტეტს: „სკოლის ადმინისტრაციისა და დირექტორის სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსა და ზრუნვისათვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩვენი აღსაზრდელების მიმართ. დიდ წარმატებებს ვუსურვებთ უნივერსიტეტს იმ საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რასაც პროფესიულად ღრმად განსწავლული, მაღალზნეობრივი სპეციალისტების აღზრდა ჰქვია, რომლებიც მომავალში წარმატებით ჩამოყალიბდებიან თანამედროვე დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან და სრულუფლებიან წევრად“. პატივისცემით, ნათია სუყაშვილი

 
 

Welcome Party თდასუ-ში

      13 ოქტომბერს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში სტუდენტებისათვის Welcome Party გაიმართა. სტუდენტებს მისალოცი სიტყვით მიმართა უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ანზორ შარაშენიძემ, რექტორმა წარმატებები უსურვა ახალგაზრდებს უმაღლეს საგანმანათლებლო ეტაპზე.

 

 სტუდენტებმა სიმბოლურად დაჭრეს ტორტი და დაუვიწყარი საღამო გაატარეს.

 

 

 

 

 

პირველკურსელები გელათში

 

        2 ოქტომბერს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელები ტრადიციულად, უნივერსიტეტის რექტორის მიწვევით, ქუთაისში გაემგზავრნენ. სტუდენტებმა დაათვალიერეს გელათის სამონასტრო კომპლექსი. პირველკურსელები დალოცა მონასტრის წინამძღვარმა მამა დავითმა და წარმატებები უსურვა მათ სწავლასა და პროფესიულ საქმიანობაში.

 

 

 

 

პირველსემესტრელთა საყურადღებოდ!

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით სწავლების უფლებამოპოვებული პირების  რეგისტრაცია იწარმოებს 3 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით 10:00 - 18:00, შაბათ-კვირის გარდა.

რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

1.   პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

2.   სრული ზოგადი განათლების დოკუმენტი (დედანი);

3.   2 ფოტოსურათი 3X4-ზე  CD-თან ერთად;

4.   სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის)

5.   სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (საფასურის მეოთხედი)

საბანკო რეკვიზიტი: ტერაბანკი”    

ანგარიშის ნომერი: GE66KS0000000004151229

კოდი: AGREGE22.

სწავლის საფასურის გადახდის ქვითარში მიეთითოს  სტუდენტის გვარი, სახელი, სემესტრი და საგანმანათლებლო პროგრამა.

მისამართი:

სულხან ცინცაძის #24; VI სართული, ოთახი #605.

საკონტაქტო  პირი: ანა მამაცაშვილი -  592 92 22 44                                   

 

სასწავლო პროცესი იწყება 17 სექტემბერს!

თბილისის დავით  აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ სტუდენტობას და გისურვებთ წარმატებებს!

მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

მობილობის მსურველ სტუდენტთა საყურადღებოდ!

    განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, გაგრძელდა 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის ვადები.

    შესაბამისად, მობილობის მსურველ ყველა სტუდენტს შეუძლია დარეგისტრირდეს ან შეცვალოს არჩევანი მიმდინარე წლის 22 აგვისტოდან 27 აგვისტოს 18 საათამდე.

 - ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში, მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა განისაზღვრა 11 სექტემბრის ჩათვლით.

 - უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა მიერ პირადი საქმის სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების ასლების წარდგენის ვადა -„ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის“ მეორე დღიდან - 12 სექტემბრის ჩათვლით.

 - უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა წერილობითი განცხადებით დადასტურების (თანხმობა/უარი) ვადა - 13 სექტემბრის ჩათვლით.

- მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ უნივერსიტეტის რექტორის ინიდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის პროექტის ეროვნულ ცენტრში წარდგენა 14 სექტემბრის ჩათვლით.

 

 

თდასუ აცხადებს მიღებას სამაგისტრო პროგრამებზე

          შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი  2018 –  2019  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისათვის  აცხადებს  მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

  1. სამართალის სამაგისტრო პროგრამა
  2. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

 

         I. მაგისტრატურაში მიღების ვადები:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საბუთების მიღება: 30  აგვისტო – 14  სექტემბერი;

გამოცდა უცხოურ ენაში –  17  სექტემბერი;

გამოცდის შედეგების გამოცხადება  –  18  სექტემბერი;

გამოცდა/გასაუბრება  სპეციალობაში – 19 სექტემბერი;

შედეგების გამოცხადება  –  19  სექტემბერი;

მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულების გაფორმება – 20 სექტემბერი.

II. წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

განცხადება რექტორის სახელზე;

ბაკალავრის (სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სამართლის ბაკალავრის) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (2018 წლის კურსდამთავრებულთათვის-ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; 

უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);

საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის ასლი;

სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ან  სამხედრო ბილეთი (არსებობის შემთხვევაში);

2  ფოტოსურათი 3 x 4  და ელექტრონული ვერსია CD – ზე.

 საბუთების მიღება:

10.00 საათიდან  –  18.00 საათამდე

              მისამართი. თბილისი,  . ცინცაძის №24;  VI სართული;  ოთახი №605;

              საკონტაქტო ტელეფონი: 237 88 66;  238 55 66;

              მობილური:   577 71 50 70;  592 92 22 44;  599 85 99 53

 

 

 ტესტის ნიმუში და შეფასების კრიტერიუმები - უცხო ენა ინგლისური გერმანული

 

 ტესტის ნიმუში და შეფასების კრიტერიუმები - სამართალმცოდნეობა

 

 

გამოიცა უნივერსიტეტის პროფესორ ლელა მენაბდიშვილის სახელმძღვანელო „ოჯახის მენეჯმენტი“

      გამოიცა უნივერსიტეტის პროფესორ ლელა მენაბდიშვილის სახელმძღვანელო „ოჯახის მენეჯმენტი“, რომელიც განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის. სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება უნივერსიტეტში, 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში.

 

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვრა: 

 

  1. ბიზნესის ადმინისტრირების/ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო; სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო        პროგრამები:

 

   სტუდენტთა/პირველსემესტრელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 3 სექტემბერი - 13 სექტემბერი;

   სტუდენტთა/პირველსემესტრელთა აკადემიური რეგისტრაცია:  13 - 17  სექტემბერი;

   სააუდიტორიო მეცადინეობები:  17 სექტემბერი - 18 იანვარი;

   საშობაო არდადეგები: 29 დეკემბერი - 7 იანვარი;

   საგამოცდო პერიოდი: 21 იანვარი - 1 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 4 - 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

   არდადეგები: 16 თებერვალი - 3 მარტი.

 

  2. ბიზნესის ადმინისტრირების/სამართლის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

 

  სააუდიტორიო მეცადინეობები: 1 ოქტომბერი - 25 იანვარი;

  საგამოცდო პერიოდი: 28 იანვარი - 8 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 11 - 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

  არდადეგები:  23 თებერვალი - 3 მარტი.

 

თდასუ აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-201სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:

1. სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის ფაკულტეტი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  –  15  ადგილი;

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა  –  4  ადგილი;

2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 1ადგილი;

3. იურიდიული ფაკულტეტი:

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 4  ადგილი.

4. მედიცინის ფაკულტეტი:

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა -15 ადგილი.

მსურველთა  რეგისტრაცია 2018 წლის 25 ივლისიდან 16 აგვისტოს  ჩათვლით მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა ელექტრონულ პორტალზე.

ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა - 2018 წლის 22-23-24 აგვისტო;

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა მიერ პირადი საქმის სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტების ასლების უნივერსიტეტში წარდგენის ვადა - 7 სექტემბრის ჩათვლით;

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა მიერ მანამდე ათვისებული კრედიტების აღიარების მიზნით, სასწავლო უნივერსიტეტის დასკვნის მიღების ვადა - 1 სამუშაო დღე.

სასწავლო უნივერსიტეტის მიერ აღიარებული კრედიტების რაოდენობის თაობაზე მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა წერილობითი განცხადებით დადასტურების ვადა - 10 სექტემბრის ჩათვლით.

მობილობის უფლებამოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან დადგენილ ვადებში უნივერსიტეტში  წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის  ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. 2 ფოტოსურათი 3X4 და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

საბუთების მიღება ყოველდღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

მისამართი:

ქ.თბილისი, ს.ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირები:

ირინე ვაშაკიძე (+995) 5777150 70;

ანა მამაცაშვილი (+995) 592 92 22 44.