შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

შეხვედრა დამსაქმებლებთან.

 
2019 წლის 20 მაისს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში
სტუმრად იმყოფებოდნენ ,,ჯი პი აი’’-ვენის სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც
სტუდენტების წინაშე წარსდგნენ საინტერესო პრეზენტაციით.
,,ჯიპიაი’’-ს წარმომადგენელმა - ნინო კბილაშვილმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია
სადაზღვევო ჯგუფის საქმიანობის შესახებ, გაიმართა დისკუსია, სტუდენტთა მხრიდან დაისვა
მრავალი შეკითხვა და ქალბატონმა ნინომ ამომწურავი პასუხი გასცა მათ.
შეხვედრის ბოლოს ,,ჯიპიაი’’-ს წარმომადგენლებმა სტუდენტებს შეთავაზეს
თანამშრომლობა.