თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად

შპს თბილისის  დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი  ვაკანტური - ადმინისტრაციული  თანამდებობების დასაკავებლად:

ა) უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

ბ) რექტორის თანაშემწე - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

გ)  უმაღლესი   განათლების ფაკულტეტის  მენეჯერი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

დ) ფინანსური და მატერიალური  რესურსების სამსხურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება   -  თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა  საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სახელზე წერილობით განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია - (CV);

გ) 1 ფოტო სურათი- ზომით ( 3X4);

დ) შრომის წიგნაკის ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სამუშაო ადგილიდან;

ე) სამოტივაციო წერილი.

ვრცლად...

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლის 5 თებერვლიდან აცხადებს ღია კონკურსს ვაკანტურ ადგილებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი 2019 წლის 5 თებერვლიდან  აცხადებს ღია კონკურსს ვაკანტურ ადგილებზე  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებით:

1.1. ბიზნესისადმინსიტრირება:

ა) პროფესორი -  3 ვაკანსია;

ბ) ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია;

გ) ასისტენტ-პროფესორი - 3  ვაკანსია;

დ) ასისტენტი - 2  ვაკანსია.

1.2. ჰუმანიტარულიმეცნიერებანი:

ა) ქართული   ფილოლოგია:

ბ) პროფესორი -  1 ვაკანსია;

გ) ასოცირებული პროფესორი - 1  ვაკანსია;

დ) ასისტენტ-პროფესორი - 1  ვაკანსია;

ე) ასისტენტი - 1   ვაკანსია.

) ინგლისურიფილოლოგია:

ა) პროფესორი - 1 ვაკანსია;

ბ) ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

გ) ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

დ) ასისტენტი - 1  ვაკანსია.

) გერმანული  ფილოლოგია

ა)პროფესორი - 1  ვაკანსია;

ბ) ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია;

გ) ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია;

დ) ასისტენტი -  1  ვაკანსია.

1.2 ჯანდაცვა:

ა) სტომატოლოგია:

  1. პროფესორი -4  ვაკანსია;
  2. ასოცირებული პროფესორი - 6  ვაკანსია;
  3. ასისტენტ-პროფესორი - 4 ვაკანსია;
  4. ასისტენტი - 3  ვაკანსია.     

1.3 ინჟინერია:

ა) ინფორმაციული ტექნოლოგიები:

  1.  ასოცირებული პროფეორი -1 ვაკანსია. 

საკონკურსო კრიტერიუმები:

1.პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის:  

ა) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

ბ)  არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-­ პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

2.2 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობისათვის:

ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

ბ) არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.

ვრცლად...

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას

   თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს 2008-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სტუდენტთა მობილობას:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  20     ადგილი

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა  –  5  ადგილი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა  - 10 ადგილი

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 20 ადგილი

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5  ადგილი

 

ვრცლად...

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვრა: 

 

  1. ბიზნესის ადმინისტრირების/ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო; სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო        პროგრამები:

 

   სტუდენტთა/პირველსემესტრელთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 3 სექტემბერი - 13 სექტემბერი;

   სტუდენტთა/პირველსემესტრელთა აკადემიური რეგისტრაცია:  13 - 17  სექტემბერი;

   სააუდიტორიო მეცადინეობები:  17 სექტემბერი - 18 იანვარი;

   საშობაო არდადეგები: 29 დეკემბერი - 7 იანვარი;

   საგამოცდო პერიოდი: 21 იანვარი - 1 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 4 - 15 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

   არდადეგები: 16 თებერვალი - 3 მარტი.

 

  2. ბიზნესის ადმინისტრირების/სამართლის  სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:

 

  სააუდიტორიო მეცადინეობები: 1 ოქტომბერი - 25 იანვარი;

  საგამოცდო პერიოდი: 28 იანვარი - 8 თებერვალი (ძირითადი გამოცდები), 11 - 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები).

  არდადეგები:  23 თებერვალი - 3 მარტი.

 

საახალწლო კარნავალი

 

        25 დეკემბერს, სტუდენტებმა უნივერსიტეტში საახალწლო კარნავალი მოაწყვეს. სტუდენტებს, პროფესორებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს დამდეგი 2019 წელი მიულოცა უნივერსიტეტის რექტორმა პროფ. ანზორ შარაშენიძემ. მონაწილეებმა, ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის  გამოავლინეს სხვა და სხვა სახალისო ნომინაციის მფლობელი და დააჯილდოვეს სამახსოვრო საჩუქრებით. შემდეგ სტუდენტებმა გაათამაშეს „სეკრეტ სანტა“ და მიიღეს საახალწლო სახალისო საჩუქრები. კარნავალი მხიარული ცეკვებითა და ნომრებით გაგრძელდა.

 

ვრცლად...

სტუმრად თდასუ-ში

 

          სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 21 დეკემბერს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა კომპანია “SEGREX AUTO GALLERY“-ს დირექტორი ბატონი  კობა ბაზაძე, რომელიც  შეხვდა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს და საჯარო ლექცია წაიკითხა.  სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს თანამედროვე ბიზნესის სფეროში არსებული მოთხოვნების მიმართ და შეკითხვები დაუსვეს სტუმარს.

 

სტუმრად თდასუ-ში

         

     11 დეკემბერს, თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს უფროსი ქალბატონი ნათია გორგოძე, რომელიც შეხვდა ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტებს და საინტერესო ლექცია წაუკითხა მათ.  სტუდენტებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს თანამედროვე ბიზნესის სფეროში არსებული საკანონმდებლო მოთხოვნებისა და ასპექტების მიმართ და შეკითხვები დაუსვეს სტუმარს.

 

 

დაიბეჭდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის №13 პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ,,აღმაშენებელი"

 

   დაიბეჭდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის №13 პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი ,,აღმაშენებელი". კონფერენციაში მონაწილე ყველა სტუდენტსა და პროფესორს სამეცნიერო ჟურნალი გადაეცემა საჩუქრად.

 

 

 

 

 

 

 

თდასუ აცხადებს სტუდენტთა რიგგარეშე მობილობას

თდასუ აცხადებს სტუდენტთა რიგგარეშე მობილობას

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა  –  100  ადგილი

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა - 100 ადგილი

სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა-100ადგილი

სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 100  ადგილი

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა  –  100  ადგილი

მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა უნივერსიტეტში გამოცხადების ვადა - 2018 წლის 28 ნოემბრის ჩათვლით;

მობილობის უფლება მოპოვებული სტუდენტები ვალდებულნი არიან უნივერსიტეტში  წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

1. განცხადება;

2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

3. ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან (დამოწმებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტის/სკოლის ბეჭდითა და დეკანის ხელმოწერით);

4. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

5. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტი;

6. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);

7. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ან დიპლომის ნოტარიალური წესით დამოწმებული ასლი;

8. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატის ასლი(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

9. 2 ფოტოსურათი3X4 და ელექტრონული ვერსიაCD-ზე.

საბუთების მიღება ყოველ დღე 10:00 – 18:00 სთ. (შაბათ-კვირის გარდა)

მისამართი:

ქ.თბილისი, ს.ცინცაძის N 24; VI სართული; N 605 ოთახი;

საკონტაქტო პირები:

 

ირინე ვაშაკიძე(+995) 5777150 70;

ანა მამაცაშვილი(+995) 592 92 22 44.