შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

სწავლა

როგორ სწავლობ?

ბიბლიოთეკა

ინგლისური ფილოლოგიის ბიბლიოთეკა, რომელიც თდასუ-ს პირველ კორპუსში (სულხან ცინცაძის 24. მეშვიდე სართული) არის განთავსებული, საკმაოდ მდიდარია უახლესი სასწავლო, კვლევითი და მხატვრული ლიტერატურით. ბიბლიოთეკა პერიოდულად მდიდრდება ახალი წიგნებით და რესურსებით, რომელთა გამოყენება როგორც ბიბლიოთეკაში, ასევე სახლში წაღება,   მთელი კვირის განმავლობაში არის შესაძლებელი. ბიბლიოთეკაში ჩართულია საერთაშორისო ელექტრონული ბაზა EBSCO, რომელიც საშუალებას აძლევს სტუდენტს მოიძიოს უახლესი და მაღალი დონის სამეცნიერო ლიტერატურა სასწავლო და კვლევითი მიზნებისთვის.

მულტიმედიური ცენტრი

ცენტრის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ენობრივი  უნარ-ჩვევების დახვეწაში ხელშეწყობა. მულტიმედიური ცენტრი განთავსებულია  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში (სულხან ცინცაძის 22, მეშვიდე სართული, ბიბლიოთეკა).

ცენტრის მულტიმედიური რესურსები მოიცავს ერთ შესაბამის კომპიუტერს,  ყურსასმენებს,   სასწავლო  ვიდეოფილმებს, აუდიო-მასალებს, ელექტრონულ სასწავლო დოკუმენტურ მასალას, სასწავლო კომპიუტერულ პროგრამებს განთავსებულს შესაბამის ელექტრონულ მატარებელზე (აუდიო კომპაქტ-დისკები, DVD დისკები). რესურსების განახლება რეგულარულად ხდება. სტუდენტს შეუძლია ცენტრის რესურსები გამოიყენოს როგორც ადგილზე, ასევე გარკვეული დროით გაიტანოს სახლში.

სასწავლო სამთარგმნელო ბიურო

სასწავლო ბიუროს მიზანია ხელი შეუწყოს ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტების მთარგმნელობითი, ტექსტის რეფერირებისა და რედაქტირების უნარების განვითარებას. ბიუროს გააჩნია შესაბამისი ადამიანური, პროგრამული, მატერიალურ-ტექნიკური რესურსები და მუშაობის გეგმა. ბიურო ეხმარება სტუდენტს მასწავლებლის მეთვალყურეობით განახორციელოს სასწავლო მთარგმნელობითი პროექტები.

ბიბლიოთეკის მიღმა

გარდა ბიბლიოთეკისა, სტუდენტს ასევე აქვთ შესაძლებლობა, გასვლითი ლექციების სახით შეიძინოს გარკვეული ცოდნა და ჩვევები, როგორც ინგლისური ენაში (მაგალითად, როგორც გიდმა), ასევე სხვა საგნებში.

უნივერსიტეტს საკმაოდ მდიდარი ტრადიცია აქვს საჯარო ლექციების ჩატარების სახით, სადაც ცნობილი შემოქმედები, მკვლევარები და საზოგადო მოღვაწეები სტუდენტს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას.