თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

თდასუს-ს ბიბლიოთეკა

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

 

 თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა  წარმოადგენს  დამოუკიდებელ  სტრუქტურულ  ერთეულს,  რომელიც  ექვემდებარება  უნივერსიტეტის  რექტორს.

თბილისის  დავით  აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოიპოვება  მრავალფეროვანი  ლიტერატურა  საუნივერსიტეტო პროგრამების  ყველა  მიმართულებით,  არის  როგორც  ტექნიკური, სასწავლო-სამეცნიერო,  ასევე  მხატვრული  და  დამხმარე  ლიტერატურა ქართულ,  ინგლისურ,  რუსულ  და  გერმანულ  ენაზე.

წიგნსაცავში  დაცულია  წიგნების  ძველი  გამოცემები,  რომლებიც დღესდღეობით  იშვიათ  ეგზემპლარებს  განეკუთვნება.

ბიბლიოთეკის  საფონდო  მასალა  ყოველწლიურად  მდიდრდება  და დღეისათვის  19 000-მდე  სახელმძღვანელოს  ითვლის,  ასევე  მარაგდება ჟურნალ-გაზეთებით.

 

ბიბლიოთეკაში  არის  სამკითხველო  დარბაზი,  რითაც  შეუძლიათ ისარგებლონ  როგორც  სტუდენტებმა,  ასევე  პროფესორ-მასწავლებლებმა.

 ბიბლიოთეკაში  ტრადიციად  იქცა  იმ  ლიტერატური  საჯარო განხილვა და  სემინარების  ჩატარება,  რომლითაც  ინტერესდებიან სტუდენტები  და  პროფესორ-მასწავლებლები.  მიმდინარეობს თანამედროვე  მოთხოვნებიდან  გამომდინარე  ბიბლიოთეკის  წიგნადი ფონდის  შევსება  ელექტრონული  ვერსიებით  (ვიდეოთეკა,  აუდიოთეკა).

ბიბლიოთეკის   მიზანია:  ხელი  შეუწყოს  სტუდენტთა  თეორიული ცოდნის  გაღრმავებას. ადგილზე  გადაუწყვიტოს  სტუდენტს  და  სხვა პერსონალს  მისთვის  საჭირო  ყველა  საკითხზე  ამომწურავი  პასუხის მოპოვება.