თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

თდასუს ისტორია

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი - თდასუ - დაარსდა 1992 წლის 6 აგვისტოს. თავისი არსებობის 23 წლის მანძილზე მან ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ღირსეულად მოიპოვა ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის სტატუსი.

1992 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი პერიოდია როგორც ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ისე თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის ცხოვრებაში. უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობა საზოგადოებისათვის მთლიანად გამჭვირვალეა, მისი შემფასებელი კი საკმაოდ ფართო აუდიტორიაა: სტუდენტები, მშობლები, პროფესორ-მასწავლებლები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარტნიორი უნივერსიტეტები.

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის მთავარი მონაპოვარია კონკურსის წესით არჩეული პროფესიონალ პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიციური გუნდი, რომელიც აკმაყოფილებს განათლების სიტემის თანამედროვე მოთხოვნებს. არსებული კონკურენტუნარიანი გარემოს გათვალისწინებით უნივერსიტეტის მთვარი პრიორიტეტია სტუდენტებისთვის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლებით უზრუნველყოფა, რათა მათ შეძლონ ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია. სწორედ ამგვარი ხედვა განაპირობებს სტუდენტთა მრავალრიცხოვან კონტიგენტს, საბოლოო ჯამში კი იმ ავტორიტეტს, რომლითაც უნივერსიტეტი ყოველთვის სარგებლობდა და დღესაც სარგებლობს საზოგადოებაში.

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი თანამედროვეობას ყოველთვის უბამს მხარს და ამავდროულად, ძველი და ღირსეული ტრადიციების ერთგული რჩება. განათლების სრულყოფისკენ სწრაფვის დასტურია თდასუ-ს თანამშრმლობა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებსა და მსოფლიოს უნივერსიტეტთა ასოციაციასთან (IAU). თდასუ-ს რექტორი, პროფესურა, ასევე უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურები, ურთიერთობების დასამყარებლად და გასაღრმავებლად მუდმივ კონტაქტში არიან საზღვარგარეთის უნივერსიტეტების კოლეგებთან.

ურთიერთთანამშრომლობის შემთხვევაში, მხარეები სურვილს გამოთქვამენ, რომ ჩატარდეს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციები, შეხვედრები, სტუდენტების, მაგისტრანტების, და პროფესორების გაცვლა, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების დაახლოება-დამეგობრებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება არაერთი ღონისძიება სტუდენტობის მაღალზნეობრივი აღზრდისათვის, მათ შორის აღსანიშნავია სამეცნიერო კონფერენციები და სემინარები, სტუდენტად კურთხევის ცერემონიალი, საახალწლო კარნავალები, საქველმოქმედო აქციები მიუსაფარ ბავშვთა სახლებში და სხვა. 1999 წლიდან გამოდის საუნივერსიტეტო გაზეთი „აღმაშენებელი“. 2005 წელს გამოვიდა პერიოდული სამეცნიერო ჟურნალი „აღმაშენებელი“.

2002 წელს უნივერსიტეტმა გამოსცა საიუბილეო კრებული ,,უნივერსიტეტი 10 წლისაა". წიგნი თავისი შინაარსით მრავალფეროვანია. მასში შესულიაინტერვიუ უნივერსიტეტის რექტორთან ბ-ნ ანზორ შარაშენიძესთან. ჩვენი ქვეყნის გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა მილოცვები, უნივერსიტეტის თანამშრომელთა, ლექტორთა და სტუდენტთა შემოქმედება: წერილები, ნარკვევები, ლექსები, თარგმანები, რეპორტაჟები საუნივერსიტეტო ღონიოსძიებებიდან.

უნივერსიტეტი განაგრძობს აქტიურ სასწავლო, სამეცნიერო–კვლევითსა და შემოქმედებით ცხოვრებას.