შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი

ეროვნული განათლება ეროვნული ტრადიციები

 

 

 

   

 

შენობის ხედი
უნივერსიტეტის ეზო
გელათი
გელათის მონასტერი — ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით
დავითმა მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყანა "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოვსეთიდან არეგაწამდე"
ბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა
სტომატოლოგიური კაბინეტი
კომპიუტერული კლასი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო


გამოცდების ეროვნული ცენტრი


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული თანამდებობების დასაკავებლად

შპს თბილისის  დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს შემდეგი  ვაკანტური - ადმინისტრაციული  თანამდებობების დასაკავებლად:

ა) უმაღლესი განათლების ფაკულტეტის დეკანი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

ბ) რექტორის თანაშემწე - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

გ)  უმაღლესი   განათლების ფაკულტეტის  მენეჯერი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება - თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

დ) ფინანსური და მატერიალური  რესურსების სამსხურის უფროსი - 1 საშტატო ერთეული, ანაზღაურება   -  თანამდებობრივი სარგოს შესაბამისად, შეთანხმებისამებრ;

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა  საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სახელზე წერილობით განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) ავტობიოგრაფია - (CV);

გ) 1 ფოტო სურათი- ზომით ( 3X4);

დ) შრომის წიგნაკის ასლი  (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან ცნობა სამუშაო ადგილიდან;

ე) სამოტივაციო წერილი.

უმაღლესი განათლების ფაკულტეტის  დეკანის   თანამდებობაზე  საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

ა)  უმაღლესი განათლება  -   დიპლომი/ები (დამოწმებული ასლი/ები) ან ცნობა;

ბ) სამუშაო გამოცდილება  -  მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

დ) უცხო ენის ცოდნა  - (სასურველია ინგლისური ენა), რომელიც დასტურდება ინგლისური ენის სერტიფიკატით;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უმაღლესი  განათლების  ფაკულტეტის  დეკანის   თნამდებობაზე  კანდიდატს  უნდა  შეეძლოს:

ა) ფაკულტეტის სასწავლო  განრიგისა და სწავლების პროცესის დაგეგმვასთან დაკავშირებული  დოკუმენტაციის  შემუშავება;

ბ) სტუდენტთა პირველადი ადმინისტრაციული და სემესტრული რეგისტრაციის სათანადოდ ორგანიზება;

გ) სასწავლო პროცესის  ორგანიზება, სასწავლო და საგამოცდო ცხრილების შედგენაზე  კონტროლი;

დ) სტუდენტთა სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა, აკადემიურ შვებულებაში გასვლა/ შვებულებიდან დაბრუნება, წახალისება / დისციპლინური პასუხისმგებლობა, სტიპენდიების დანიშვნა და მოხსნის ბრძანების პროექტის მომზადებისათვის სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, სტუდენტთა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკაზე გაგზავნის ვადების განსაზღვრა;

ე) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საჭირო ინფორმაციის დამუშავება  და  შესაბამისიდოკუმენტების პროექტების მომზადება, ასევე,  დადგენილი წესით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება;

რექტორის  თანაშემწის  თანამდებობაზე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია :

ა) უმაღლესი განათლება  -   დიპლომი/ები (დამოწმებული ასლი/ები) ან ცნობა;

ბ) სამუშაო გამოცდილება  -  მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა  - (სავალდებულოა - ინგლისური ენა), რომელიც დასტურდება ინგლისური ენის  (B 2- დონის) სერტიფიკატით;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

რექტორის  თანაშემწის   კანდიდატს უნდა  შეეძლოს:

ა) შეხვედრების ორგანიზება/მოწყობა;

ბ) საჭირო  ინფორმაციის დამუშავება, შესაბამისი  დოკუმენტების მომზადება და სხვა, როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოეთის  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან / ასოციაციებთან.

მენეჯერის  თანამდებობაზე  საკვალიფიკაციო  მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება  -   დიპლომი/ები (დამოწმებული ასლი/ები) ან ცნობა;

ბ) სამუშაო გამოცდილება  -  მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) უცხო ენის ცოდნა  - (სავალდებულოა - ინგლისური ენა), რომელიც დასტურდება ინგლისური ენის   სერტიფიკატით;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

მენეჯერის  თანამდებობაზე   კანდიდატს  უნდა  შეეძლოს:

ა) დეკანისა და დეკანის მოადგილის  მოთხოვნების შესრულება სასწავლო პროცესთან დკავშირებით;

ბ)  უმაღლესი განათლების  ფაკულტეტზე  სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზება;

გ) სტუდენტის სასწავლო პროცესზე საგანმანათლებლო პროგრამის სწორად ორიენტირება;

დ) სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;

ე) აკადემიური რეგისტრაციის პერიოდში წარმოქმნილი ხარვეზების დაფიქსირება და ზომების მიღება მათ აღმოსაფხვრელად;

ვ) მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა სასწავლო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობა;

ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის საკვალიფიკაციო  მოთხოვნებია:

ა) უმაღლესი განათლება  -   დიპლომი/ები (დამოწმებული ასლი/ები) ან ცნობა;

ბ) სამუშაო გამოცდილება  -  მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) საბუღალტრო   და  საოფისე  პროგრამების  ცოდნა;

ფინანსური და მატერიალური რესურსების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კანდიდატს უნდა შეეძლოს:

ა) სასწავლო უნივერსიტეტის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;

ბ) საბიუჯეტო მაჩვენებლების შესრულების სისტემატური ზედამხედველობა;

გ) ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია;

დ) სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის, მათ შორის, ფინანსური    

მხარდაჭერის  მექანიზმების შემუშავება;

ე) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი

კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ)  ფულადი სახსრების დროული და შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფა;

ზ) კომუნალური მომსახურების გადასახადების გადახდაზე კონტროლის

უზრუნველყოფა.

         საბუთების მიღების ვადა  –   2019 წლის  20  თებერვლიდან   -   27 თებერვლამდე  (შაბათ -კვირის გარდა) 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სასწავლო უნივერსიტეტის  საქმისწარმოების სამსახურში  მისამართზე: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა N24; VI სართული; ოთახი N605; საკონტაქტო ტელეფონი: 237 88 66; 592 922244.

განცხადებისა და ანკეტის ფორმები: განცხადების ფორმა ;  ანკეტა .

 

კონკურსის პირველი ეტაპი:  საბუთების გადარჩევა  –  2019 წლის  27 თებერვლს;

კონკურსის მეორე ეტაპი: საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება – 2019 წლის  28 თებერვალს (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ).

     კონკურსში  გასულ  პირთა  სია  გამოქვეყნდება  სასწავლო  უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე (www.tdasu.edu.ge)  2019 წლის  4  მარტს.